მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა

2021 წლის 17 მარტს, „უფლებები საქართველომ“ დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში დამოუკიდებელი ინსპექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის შედეგები წარადგინა.
კვლევის ანგარიში, რომელიც მონიტორინგის შედეგად მომზადდა, მიმოიხილავს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობასა და პრაქტიკას, აანალიზებს საერთაშორისო სტანდარტებთან კანონისა და პრაქტიკის შესაბამისობას, აგრეთვე შეიცავს რეკომენდაციებს დისციპლინური სისტემის ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ანგარიშის საფუძველზე მომზადდა ინფოგრაფიკები:
- მოსამართლეთა წინააღმდეგ მიღებული საჩივრები, მოსამართლეებისთვის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობა (ჩამოტვირთეთ)
- მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის ეფექტიანობა: ადვოკატების გამოკითხვის შედეგები (ჩამოტვირთეთ)
- რეკომენდაციები მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების სისტემის დასახვეწად (ჩამოტვირთეთ)
კვლევის ანგარიში და ინფოგრაფიკები მომზადდა პროექტის „დამოუკიდებელი ინსპექტორისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგი“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „უფლებები საქართველო“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.
დამატებით ასევე იხილეთ: