საერთაშორისო დაცვა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები
25 იანვარი, 2021გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ,,ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ,,უფლებები საქართველომ“ 2020 წლის განმავლობაში, წარმატებით გაუწია სამართლებრივი დახმარება და სამართლებრივი კონსულტაცია საქართველოში მცხოვრებ თავშესაფრის მაძიებლებს, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს, ლტოლვილებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს.
გასულ წელს, „უფლებები საქართველოს“ უფასო სამართლებრივი დახმარებით ასობით ბენეფიციარმა ისარგებლა.
ჩამოტვირთეთ ინფოგრაფიკა
,,უფლებები საქართველო“ საერთაშორისო დაცვას და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებზე მუშაობას 2021 წელსაც აგრძელებს.