მოწყვლადი და პანდემიისაგან დაზარალებული პირების უფლებების დაცვა
28 დეკემბერი, 20202020 წლის 1 ოქტომბრიდან, „უფლებები საქართველო“ ახორციელებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მოწყვლადი და პანდემიისგან დაზარალებული პირების უფლებების დაცვას.
სამი თვის განმავლობაში, „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა ასზე მეტ ბენეფიციარს უფასო იურიდიული კონსულტაციები გაუწიეს, ასევე დაიცვეს მათი ინტერესები პოლიციაში, სასამართლოსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში.
ჩამოტვირთეთ ინფოგრაფიკა
სამართლებრივი დახმარების პროექტი ფოკუსირებულია სოციალურად დაუცველი პირების, მოხუცების, სპეციალური საჭიროებების მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობების, აგრეთვე დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლების დაცვაზე.
„უფლებები საქართველო“ პანდემიისაგან დაზარალებულ პირებს დაიცავს პროექტის - „COVID-19: სამოქალაქო საზოგადოების გამძლეობა და მდგრადობა“ - ფარგლებში, რომელსაც „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“, ERIM-თან (ყოფილი IREX Europe) პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს.