შესვლა

რა უნდა ვიცოდეთ ე.წ. კარტოგრაფების საქმის შესახებ

22 დეკემბერი, 2020

თბილისის საქალაქო სასამართლო ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, ე.წ. კარტოგრაფების საქმის განხილვას 2021 წლის იანვარში განაახლებს. 

2020 წლის ბოლოს, ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას აღნიშნული საქმის საკვანძო დეტალები, რომლებიც პატიმრობაში მყოფი ორი მეცნიერის - ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის უდანაშაულობას ადასტურებს. 

რა უნდა ვიცოდეთ კარტოგრაფების საქმის შესახებ?

ძირითადი ფაქტები (ჩამოტვირთეთ)
გავრცელებული ტყუილები (ჩამოტვირთეთ)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ, 2020 წლის 7 ოქტომბერს, ექსპერტ-კარტოგრაფები - ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დააკავა ბრალდებით, რომ მათ, როგორც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საექსპერტო ჯგუფის წევრებმა, 2005-2007 წლებში მეზობელი ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედება ჩაიდინეს. 

ორივე ბრალდებული დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. 

ე.წ. კარტოგრაფების საქმეში "უფლებები საქართველოს" იურისტი, გიორგი მახარაძე, ნატალია ილიჩოვას ინტერესებს იცავს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!