რა ცვლილებები უნდა შევიდეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში
27 სექტემბერი, 2021„უფლებები საქართველოს“ მიერ 2021 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველოში შეკრების თავისუფლების კუთხით მთელი რიგი საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები არსებობს.
განსაკუთრებით პრობლემურია სპონტანური შეკრების, ქვეითთა სავალ ნაწილზე კარვების განლაგების, აგრეთვე- შეკრებების მიმართ დაწესებული შეზღუდვების გასაჩივრების ეფექტიანი მექანიზმის საკითხები.
გაეცანით „უფლებები საქართველოს“ საკანონმდებლო წინადადებებს, რომლებიც მიზნად ისახავს შეკრების თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემების აღმოფხვრას.
საკანონმდებლო წინადადებების მომზადება შესაძლებელი გახდა ევროკავშირისა და ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის მხარდაჭერით.