შესვლა
საბა ჩიტიძე

საბა ჩიტიძე

საბა ჩიტიძე „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2023 წლის ოქტომბრიდან, პოლიტიკისა და ადვოკატირების ოფიცრის პოზიციაზე შემოუერთდა.

„უფლებები საქართველოში“ საქმიანობის დაწყებამდე საბა მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, სადაც მისი ძირითადი საქმიანობა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, საკანონმდებლო აქტების განხილვა და შესაბამისი პოზიციების მომზადება იყო.

2017-2019 წლებში კი, საბა მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტში სამართლებრივ კონსულტანტად. ამ პოზიციაზე მისი უფლებამოსილება იყო სარჩელების განხილვა და მოსამართლეებისთვის ანალიტიკური ინფორმაციის მიწოდება, კვლევებისა და სასამართლოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება.

სხვადასხვა დროს, იგი სტაჟირებას გადიოდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და ჟენევის ქალაქების ჰაბში.

საბამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოიპოვა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები. მოგვიანებით სწავლა განაგრძო ჟენევის აკადემიაში და 2023 წელს დაამთავრა გარდამავალი მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის სამაგისტრო პროგრამა.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!