

ხატია რეხვიაშვილი - გამგეობის თავმჯდომარე
ხატია რეხვიაშვილი „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2023 წლის ნოემბრიდან, პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე შემოუერთდა.
„უფლებები საქართველოში“ საქმიანობის დაწყებამდე ხატია მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში მკვლევარ-ანალიტიკოსის პოზიციაზე. მისი ძირითადი საქმიანობა კვლევებისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება, სამსახურის ანგარიშების შექმნაში მონაწილეობა და საქართველოსა და უცხო ქვეყნის სახელმწიფოებს შორის დასადები ხელშეკრულებების/შეთანხმებების ექპერტიზა იყო.
2020-2022 წლებში, ხატია მუშაობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში მკვლევარ-ანალიტიკოსის პოზიციაზე. მისი უფლებამოსილება იყო სახელმძღვანელო და ანალიტიკური დოკუმენტებისა და რეკომენდაციების მომზადება, კვლევების ჩატარება, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი.
2016-2020 წლებში ხატიას ეკავა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის პოზიცია. მისი საქმიანობა იყო უწყებათაშორისი რეფორმის საბჭოების საქმიანობის ხელშეწყობა, სტრატეგიული დოკუმენტების (სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადებასა და განხორციელების მონიტორინგში მონაწილეობა, კანონპროექტების შემუშავება და სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, ასევე, რეფორმის კონცეფციების მომზადება.
ხატიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოიპოვა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები. ხატია მონაწილეობდა არაერთ მოკლე და გრძელვადიან სასწავლო პროგრამაში როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ. სხვადასხვა დროს, იგი სტაჟირებას გადიოდა იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და შსს პოლიციის აკადემიაშიხატია რეხვიაშვილი - პროექტების კოორდინატორი
ხატია რეხვიაშვილი „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2023 წლის ნოემბრიდან შემოუერთდა.
„უფლებები საქართველოში“ საქმიანობის დაწყებამდე ხატია მუშაობდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში მკვლევარ-ანალიტიკოსის პოზიციაზე. მისი ძირითადი საქმიანობა კვლევებისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება, სამსახურის ანგარიშების შექმნაში მონაწილეობა და საქართველოსა და უცხო ქვეყნის სახელმწიფოებს შორის დასადები ხელშეკრულებების/შეთანხმებების ექპერტიზა იყო.
2020-2022 წლებში, ხატია მუშაობდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში მკვლევარ-ანალიტიკოსის პოზიციაზე. მისი უფლებამოსილება იყო სახელმძღვანელო და ანალიტიკური დოკუმენტებისა და რეკომენდაციების მომზადება, კვლევების ჩატარება, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი.
2016-2020 წლებში ხატიას ეკავა იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის პოზიცია. მისი საქმიანობა იყო უწყებათაშორისი რეფორმის საბჭოების საქმიანობის ხელშეწყობა, სტრატეგიული დოკუმენტების (სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების) მომზადებასა და განხორციელების მონიტორინგში მონაწილეობა, კანონპროექტების შემუშავება და სამართლებრივი აქტების ექსპერტიზა, ასევე, რეფორმის კონცეფციების მომზადება.
ხატიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მოიპოვა ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები. ხატია მონაწილეობდა არაერთ მოკლე და გრძელვადიან სასწავლო პროგრამაში როგორც საქართველოში, ისე - საზღვარგარეთ. სხვადასხვა დროს, იგი სტაჟირებას გადიოდა იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და შსს პოლიციის აკადემიაში