ვაკანსია: ადვოკატი ახალციხეში

ააიპ „უფლებები საქართველო” აცხადებს კონკურსს ახალციხეში ადვოკატის პოზიციაზე.
ვაკანსია გამოცხადებულია პროექტის „ძალადობის მსხვერპლი ქალების გაძლიერება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“ ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ახორციელებს.
ანაზღაურება: 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში, დონორის მიერ განსაზღვრული კურსის შესაბამისად (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 01 სექტემბერი, 2022
სამუშაოს ტიპი: ნახევარი განაკვეთი
ხელშეკრულების ვადა: 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მოიცავს გამოსაცდელ ვადას), გაგრძელების პერსპექტივით.
მოვალეობები:
- პროექტის დირექტორისა და კოორდინატორის ზედამხედველობით, სტრატეგიული სამართალწარმოების წარმართვა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე;
- პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- განაცხადების, საჩივრების, სარჩელებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- საქმის წარმოება და პროექტის ბენეფიციარების ინტერესების წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში;
- პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- საჯარო ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
- პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
- ადვოკატად მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
- ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით; (ადვოკატის მოწმობა საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება უპირატესობად);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა (B2) სავალდებულოა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივი მხარდაჭერის კუთხით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
- გუნდური მუშაობა;
- ეფექტიანი კომუნიკაცია და მაღალი სამუშაო ეთიკა;
- შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.
ვაკანტურ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა, 2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე vacancy@rights.ge
1. რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
2. სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე;
3. ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ, მათი საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით;
4. ადვოკატის მოწმობის ასლი;
5. იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
სავალდებულოა, მეილის სათაურში მიეთითოს: ადვოკატი (ახალციხე)
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის წერითი დავალება;
- მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.