შესვლა

ვაკანსიები: ადვოკატი - თელავში, ამბროლაურში

21 ივლისი, 2022

ააიპ „უფლებები საქართველო” აცხადებს კონკურსს სისხლის სამართლის 2 ადვოკატის შესარჩევად, რომლებიც იმუშავებენ ამბროლაურის და თელავის სამართლებრივი დახმარების ცენტრებში. 


ანაზღაურება:  440 ევროს ეკვივალენტი ლარში, დონორის მიერ განსაზღვრული კურსის შესაბამისად (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 01 სექტემბერი, 2022
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი 
ხელშეკრულების ვადა: 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მოიცავს გამოსაცდელ ვადას), გაგრძელების პერსპექტივით. 

მოვალეობები:

-    პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; 
-    განაცხადების, საჩივრებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
-    საქმის წარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში და დაზარალებული პირების  ინტერესების წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში;
-    გასვლითი კონსულტაციები/სამართლებრივი დახმარება შესაბამისი რეგიონის სოფლებში;
-    პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
-    საჯარო ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
-    პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-    უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
-    სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; 
-    სამართალწარმოების გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში;
-    გენდერულ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის კუთხით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
-    სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის მოწმობა;
-    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-    ინგლისურის და რუსული ენების ცოდნა სასურველია.


უნარ-ჩვევები:

-    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობა;
-    ბენეფიციარებთან სწორი და ეთიკური კომუნიკაცია;
-    მაღალი შრომის დისციპლინა;
-    შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულება;


ვაკანტურ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა, 2022 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე vacancy@rights.ge

1.    რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
2.    სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე;
3.    ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ, მათი საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით;
4.    ადვოკატის მოწმობის ასლი;
5.    იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.

სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიუთითოთ ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და ასევე სამართლებრივი დახმარების ცენტრი (ამბროლაური ან თელავი), სადაც გსურთ საქმიანობა.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

- წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის წერითი დავალება;
- მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!