შესვლა

მოთხოვნა ვებსაიტის დამზადების შესახებ წინადადებების მიღებაზე

18 აპრილი, 2022

ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“ აცხადებს მოთხოვნას ვებსაიტის დამზადების შესახებ წინადადებების მიღებაზე. 

ვებსაიტის მიზანი:

ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“. 

პროექტის ფარგლებში იგეგმება მოქალაქეობის არმქონე პირთა ვებპორტალის Stateless.ge-ის შექმნა. ვებპორტალის მიზანს წარმოადგენს ერთ სივრცეში ყველა იმ მნიშვნელოვანი ინფორმაციის თავმოყრა, რომელიც დაკავშირებულია მოქალაქეობის არქონასთან. კერძოდ, ამ პორტალის მომხმარებლებისთვის შესაძლებელი უნდა იყოს, მარტივად აღქმადი ფორმით მიუწვდებოდეთ ხელი მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებულ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებზე.

ვებსაიტის შინაარსის, სტრუქტურის, დიზაინისა და ფუნქციონალური შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ტექნიკურ დავალებაში.

ბიუჯეტი: 

წარმოდგენილი წინადადების მთლიანი ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 7 000 ლარს (დღგ-ს / საშემოსავლო გადასახადის / საპენსიო შენატანის ჩათვლით).

სამუშაოს შესრულების ვადები:

ვებსაიტის დამზადება უნდა დასრულდეს შემსყიდველსა და სერვისის მიმწოდებელს შორის კონტრაქტის გაფორმებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში.

წინადადების წარდგენის ვადები: 

ვებსაიტის დამზადების შესახებ წინადადების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 01 მაისი.

რას უნდა შეიცავდეს წინადადება:

ვებსაიტის დამზადების შესახებ წინადადება უნდა შეიცავდეს:

•    ინფორმაციას სერვისის მიმწოდებლის შესახებ (კომპანიის შემთხვევაში - კომპანიის ვებსაიტი და საიდენტიფიკაციო კოდი, ფიზიკური პირის/პირების შემთხვევაში რეზიუმე/LinkedIn-ის გვერდი); 
•    ვებსაიტის (Stateless.ge) დასამზადებელი სამუშაოების მოკლე აღწერილობას (სამუშაოების ეტაპების, გამოსაყენებელი პროგრამებისა და აპლიკაციების, აგრეთვე სამუშაოების ვადების მითითებით);
•    ნამუშევრების პორტფოლიოს სულ მცირე 3 ანალოგიური პროექტის მითითებით (წარსულში დამზადებული ვებსაიტების ლინკები ან/და ვებსაიტების დიზაინის ესკიზები);
•    წარსულში დამზადებული ვებსაიტ(ებ)ის კონტენტის მართვის სისტემის (CMS) ნიმუშ(ებ)ს (ნიმუშად გამოდგება ვებსაიტის შინაარსის მართვის სახელმძღვანელო, სადემონსტრაციო ვიდეო, ან სხვა ტიპის მასალა, რომელიც აღწერს კონტენტის მართვის სისტემას);
•    სამუშაოების ღირებულებას (ბიუჯეტს).

ვის შეუძლია წინადადების წარდგენა:

•    ვებსაიტის დამზადების შესახებ წინადადების წარდგენა შეუძლია კერძო კომპანიას, ან ფიზიკურ პირს (ფიზიკურ პირთა ჯგუფს);
•    სერვისის მიმწოდებელს (კომპანია, ფიზიკური პირი) უნდა ჰქონდეს უწყვეტი გამოცდილება ვებპროექტების განხორციელების სფეროში სულ მცირე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში;

წინადადებების წარდგენა:

ვებსაიტის დამზადების შესახებ წინადადება უნდა გაიგზავნოს ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: rightsgeorgia@gmail.com.

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას, წერილის სათაურის ველში (Subject line) მიუთითოთ „Stateless.ge ვებპორტალის პროექტი“. 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვებსაიტის პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: rightsgeorgia@gmail.com

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!