ვაკანსიები: ადვოკატები - ამბროლაურის, ჭიათურის და თელავის ოფისებში

ააიპ „უფლებები საქართველო” აცხადებს კონკურსს 6 ადვოკატის შესარჩევად, რომლებიც იმუშავებენ ამბროლაურის, ჭიათურის და თელავის სამართლებრივი დახმარების ცენტრებში.
ვაკანსიები ცხადდება პროექტის - „გენდერულ და ოჯახში ძალადობაგადატანილთა მიმართ დახმარებაზე ხელმისაწვდომის უზრუნველყოფა“ ფარგლებში, რომელსაც ASB საქართველო, „უფლებები საქართველოსთან“ და კიდევ ოთხ ორგანიზაციასთან ერთად, ახორციელებს.
ანაზღაურება: 350 ევროს ეკვივალენტი ლარში, დონორის მიერ განსაზღვრული კურსის შესაბამისად (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 1 აპრილი, 2022
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელშეკრულების ვადა: 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მოიცავს 3 თვიან გამოსაცდელ ვადას), გაგრძელების პერსპექტივით.
„უფლებები საქართველოს“ ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრში არსებული ვაკანტური პოზიციები:
1. სისხლის სამართლის ადვოკატი (1)
2. ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატი (1)
„უფლებები საქართველოს“ ჭიათურის სამართლებრივი დამხმარების ცენტრში არსებული ვაკანტური პოზიციები:
1. სისხლის სამართლის ადვოკატი (1)
2. ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატი (1)
„უფლებები საქართველოს“ თელავის სამართლებრივი დამხმარების ცენტრში არსებული ვაკანტური პოზიციები:
1. სისხლის სამართლის ადვოკატი (1)
2. ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატი (1)
სისხლის სამართლის ადვოკატის მოვალეობები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
(ჩამონათვალი ვრცელდება სამივე სამართლებრივი დახმარების ცენტრის სისხლის სამართლის ადვოკატის ვაკანტურ პოზიციებზე)
მოვალეობები:
- პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- განაცხადების, საჩივრებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- საქმის წარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში და დაზარალებული პირების ინტერესების წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში;
- გასვლითი კონსულტაციები/სამართლებრივი დახმარება შესაბამისი რეგიონის სოფლებში;
- პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
- სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
- სამართალწარმოების გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში;
- გენდერულ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის კუთხით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის მოწმობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისურის ანდა რუსული ენების ცოდნა სასურველია.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობა;
- ბენეფიციარებთან სწორი და ეთიკური კომუნიკაცია;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულება;
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის მოვალეობები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
(ჩამონათვალი ვრცელდება სამივე სამართლებრივი დახმარების ცენტრის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის ვაკანტურ პოზიციებზე)
მოვალეობები:
- პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- განაცხადების, საჩივრების, სარჩელების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- საქმის წარმოება და ბენეფიციარების ინტერესების წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- გასვლითი კონსულტაციები/სამართლებრივი დახმარება შესაბამისი რეგიონის სოფლებში;
- პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი).
- საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის მოწმობა;
- გენდერულ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის კუთხით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისურის ანდა რუსული ენების ცოდნა სასურველია.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობა;
- ბენეფიციარებთან სწორი და ეთიკური კომუნიკაცია;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულება;
ვაკანტურ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა, 2022 წლის 23 მარტის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე vacancy@rights.ge:
1. CV ქართულ ენაზე;
2. სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე;
3. ორი რეკომენდატორის მონაცემები.
სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიუთითოთ ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და ასევე სამართლებრივი დახმარების ცენტრი (ამბროლაური, თელავი ან ჭიათურა), სადაც გსურთ საქმიანობა.
შერჩევა გაიმართება სამ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება;
2. წერითი დავალების შესრულება;
3. გასაუბრება
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.