ვაკანსია: სამართლებრივი კონსულტანტი

ააიპ „უფლებები საქართველო” აცხადებს კონკურსს სამართლებრივი კონსულტანტის პოზიციაზე, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - “ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვა და გაძლიერება საქართველოში”.
ვაკანტური პოზიცია: სამართლებრივი კონსულტანტი
ანაზღაურება: 2 350 ლარი (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 1 თებერვალი, 2022
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მოვალეობები:
- პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე;
- საქმისწარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი მათი განსახლების ადგილებზე და უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება;
- შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის და საკანონმდებლო წინადადებების ანალიზი და სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
- პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
- პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი).
- ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება. თავშესაფრისა და ბინადრობის, ასევე, მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- სამართალწარმოების გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებში; საერთო სასამართლოებში წარმომადგენლობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ინგლისური ენა - B2 დონე; რუსული ენა - საკომუნიკაციო დონეზე.
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება უპირატესობად.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის, კვლევების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
- სრულყოფილი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე; ზეპირი კომუნიკაცია რუსულ ენაზე.
- სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა.
- პრეზენტაციების მომზადება/საჯარო გამოსვლები.
- გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა.
- შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.
გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა, 2022 წლის 10 იანვრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე vacancy@rights.ge:
1. CV (ინგლისურ და ქართულ ენებზე).
2. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე.
3. არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი.
4. ორი რეკომენდატორის მონაცემები.
შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება;
2. წერითი დავალების შესრულება;
3. გასაუბრება (ინგლისურად და ქართულად).
ინგლისური ენის კომპეტენციის დონის დადგენის მიზნით, შესაძლოა, კანდიდატმა დამატებით გაიაროს ტესტირება.
კანდიდატი, შესაძლოა არჩეულ იქნას გამოსაცდელი ვადით, 2022 წლის 1 მაისამდე.
სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.