ვაკანსია: საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

,,უფლებები საქართველო“ აცხადებს კონკურსს საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის პოზიციაზე
ანაზღაურება: 540 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 2021 წლის 13 დეკემბრიდან
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელშეკრულების ვადა: 3 თვე (გაგრძელების ვადის და ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივით)
1. მოვალეობები:
- საქმეების წარმოება სასამართლოში, საგამოძიებო ორგანოებსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში (თბილისი და რეგიონები);
- სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
- სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა;
სამართლებრივი კონსულტაციების გაცემა სამიზნე ჯგუფებთან;
- პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- მედიასთან კომუნიკაცია შესაბამის აქტივობებში მონაწილეობა;
- ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა აქტივობაში/ ღონისძიებაში მონაწილეობა; ორგანიზაციის სახელით პოზიციების გამოხატვა;
- ორგანიზაციის მიზნებისათვის სხვა საქმიანობების შესრულება;
2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
- ადვოკატად/იურისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება აქტივისტების უფლებების დაცვის, ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, თანასწორობის, გამოხატვის თავისუფლების, საკითხებზე მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებას);
- ადვოკატის სალიცენზიო მოწმობა საერთო სპეციალიზაციით (უპირატესობა მიენიჭება სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობის გამოცდილებას);
- ენების ცოდნა: ინგლისური (B2 დონე), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
3. უნარ-ჩვევები:
- სრულყოფილი კომუნიკაცია და პრეზენტაბელურობა;
- სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
- ეფექტიანი კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
- შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება;
4. კანდიდატის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე (CV);
- 2 რეკომენდატორის მითითება, მათი საკონტაქტო ინფორმაციის ჩათვლით;
- სამოტივაციო წერილი;
- ადვოკატად მუშაობის დამადასტურებელი ლიცენზიის ასლი;
- იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის კვალიფიკაციას და შესაბამისობას არსებულ ვაკანსიასთან.
5. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის წერითი დავალება;
- მესამე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის გასაუბრება;
გამოცხადებულ პოზიციაზე დასაქმების მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ 2021 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: vacancy@rights.ge
სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიეთითოს: საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი.
არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადებები განხილული არ იქნება.