ვაკანსია: პროექტის კოორდინატორი

ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) აცხადებს კონკურსს პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში.
სამუშაოს დაწყების დრო: 1 სექტემბერი, 2021
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელფასი: დარიცხული 4700 ლარი
მოვალეობები:
• პროექტის მართვა და მიმდინარეობაზე ზედამხედველობა;
• პროექტის გუნდის საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა და მის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობა;
• პროექტის შინაარსობრივი ანგარიშების მომზადება ინგლისურ ენაზე;
• დონორთან ანგარიშგების მიზნით ყოველთვიური და ყოველკვარტალური ანგარიშების მომზადება ინგლისურ ენაზე;
• ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის ანალიზი;
• შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის და საკანონმდებლო წინადადებების, აგრეთვე საერთაშორისო აქტების ანალიზი და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
• პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის, დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა;
• მედიასთან კომუნიკაცია;
• საჯარო განცხადებებისა და პრესრელიზების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
• ორგანიზაციის საქმიანობასა და განვთარებაში ჩართულობა საკუთარი კომპეტენციების შესაბამისად;
• პროექტით გათვალისწინებული ან/და პროექტთან და ორგანიზაციის საჭიროებებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება (უმაღლესი იურიდიული განათლება; მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
• ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება; სასურველია ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
• მენეჯერულ პოზიციაზე ან/და პროექტის ხელმძღვანელად მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება;
• ინგლისური ენის ფლობა (მინიმუმ C1 დონე), რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
• საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
• სამართალწარმოების გამოცდილება ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე ჩაითვლება პრიორიტეტად;
• საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა ჩაითვლება პრიორიტეტად;
• სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
• სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
• გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
• შემჭიდროებულ ვადებსა და აქტიურ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.
საკონკურსო ეტაპები:
• წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევა;
• წერითი დავალების შესრულება ინგლისურ ენაზე;
• გასაუბრება.
გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
• რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე;
• სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
• ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი;
• ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა არსებობის შემთხვევაში;
• ორი რეკომენდატორის მონაცემები.
გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ 2021 წლის 11 ივლისის 23:59 საათამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@rights.ge
სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.