შესვლა

„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს  გენერალურ პროკურატურას, სანაიას საქმეზე გამოკვეთოს შეუწყნარებლობის მოტივის არსებობა

25 თებერვალი, 2021

„უფლებები საქართველო“ გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიაზე  და თანმხლებ პირებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტს და საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის გამოძიებასთან ერთად, საწყისს სტადიაზევე ეფექტიანად გამოკვეთოს შეუწყნარებლობის მოტივის არსებობა დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენ პირთა მხრიდან. 

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 თებერვალს, ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვანს, ვახო სანაიას და მასთან ერთად მყოფ პირებს თავს დაესხა ჯგუფურად რამდენიმე პირი.  მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.  თავად ჟურნალისტის განმარტებით, მასზე და თანმყოფ პირებზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის საფუძველს პირადად მისი პროფესიული და ზოგადად კრიტიკული არხების საქმიანობა წარმოადგენდა. 

„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, გამოძიების საწყის ეტაპზევე მიუთითოს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებზე. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილის დებულებებზე, რომელიც ადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას დანაშაულის „...სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით“ ჩადენისთვის. 

ამასთან, „უფლებები საქართველო“ საგანგაშოდ მიიჩნევს ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების გახშირებას და მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად და ეფექტიანად წარმართონ გამოძიება ამ და მსგავს მიმდინარე საქმეებზე. თავის მხრივ, „უფლებები საქართველოს“ გუნდი მზადყოფნას გამოხატავს, სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიოს დაზარალებულ პირებს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!