შესვლა

„უფლებები საქართველოს“ განცხადება ნიკა მელიას დასაკავებლად ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

23 თებერვალი, 2021

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ დღეს ნიკა მელიას დაკავების მიზნით ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ოპერაციისას სამართალდამცველებმა გამოიყენეს არაპროპორციული ძალა.

„უფლებები საქართველო“ საგანგაშოდ მიიჩნევს დახურულ სივრცეში აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი ან წიწაკის გაზის გამოყენებას. ამასთან, ბუნდოვანია, თუ რა კანონისმიერი საფუძვლით მოხდა ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან პარტიის კომპიუტერული სერვერის ამოღება.
ხელისუფლების მიერ ამ მასშტაბის და ფორმის სპეციალური ოპერაციის ჩატარება კიდევ უფრო ამძაფრებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს.

„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიის ლიდერების, აქტივისტების, მედიის წარმომადგენლების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და განაახლოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.   ამასთან, მნიშვნელოვანია, კონფლიქტის დეესკალაციისთვის მშვიდობიანი ნაბიჯები გადაიდგას ასევე თავად ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან. 

„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, მოქალაქეს და აქტივისტს, შეინარჩუნონ სიმშვიდე,  არ დაუშვან პროცესის შემდგომი ესკალაცია და პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში, დაიცვან საქართველოს კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებული და გარანტირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები. 

უფლებები საქართველო განაგრძობს განვითარებული მოვლენების დაკვირვებას და მზადყოფნას გამოთქვამს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს დაკავებულ აქტივისტებს, მშვიდობიან მანიფესტანტებს და მედიის წარმომადგენლებს.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!