„უფლებები საქართველო“ „კვირას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და მზადყოფნას გამოთქვამს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს დაზარალებულ პირებს
16 თებერვალი, 2021საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მედიაჰოლდინგ „კვირას“ გადამღები ჯგუფის წევრებს რამდენიმე პირი თავს დაესხა და უკანონოდ ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
უცნობმა პირებმა ოპერატორს - ფიზიკური, ჟურნალისტსა და მძღოლს კი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
არსებული ინფორმაციით დაზარალებულმა პირებმა უკვე მიმართეს სამართალდამცავ უწყებას.
„უფლებები საქართველო“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტი.
თავის მხრივ, „უფლებები საქართველოს“ გუნდი მზად არის დაზარალებულ პირებს გაუწიოს უფასო სამართლებრივი დახმარება.