შესვლა

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19 ივნისი, 2025

ჩვენ, ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს კოლეგებს — „სამოქალაქო საზოგადოების ფონდს“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“, „საფარს“, „მომავლის აკადემიას“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს“ — რომელთა წინააღმდეგაც 17 ივნისს ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციულმა ბიურომ, მურუსიძის სასამართლოს გამოყენებით, მიმართა ყოვლისმომცველი და კონფიდენციალური ინფორმაციის მოთხოვნით.

ეს მოთხოვნა არ ეფუძნება არც სამართლებრივ საფუძველს და არც ლეგიტიმურ ინტერესს. იგი წარმოადგენს პოლიტიკური ანგარიშსწორების მექანიზმს და მიზნად ისახავს კრიტიკული აზრის ჩახშობას. მოთხოვნილი ინფორმაცია მოიცავს ჩვენს ბენეფიციარებზე — მათ შორის ქალებზე, ბავშვებზე, ძალადობის მსხვერპლზე, უმცირესობებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებზე — პირად, საბანკო, სამედიცინო და სოციალური მონაცემებს. მათი დაცვა ჩვენი პროფესიული და მორალური ვალდებულებაა.

ჩვენ ვაცხადებთ მკაფიოდ და ერთხმად — ამ ბრძოლაში არავინ რჩება მარტო. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ეს იდეოლოგიური და ინსტიტუციური დევნა წარმოადგენს რუსული მოდელის პირდაპირ კოპირებას. ჩვენ არ დავუთმობთ საქართველოს მომავალს — არც ივანიშვილის რეჟიმს, არც მურუსიძის სასამართლოს, არც პუტინისა და ლუკაშენკოს ავტორიტარულ სისტემას.

ჩვენ ვიბრძვით ერთად — ერთმანეთისთვის, ჩვენი ბენეფიციარებისთვის და თავისუფალი საქართველოსთვის.

ჩვენ არ ვცხოვრობთ და არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

EECMD

Neo Tv და ქართული მედია ჯგუფი (GMG)

NEOGENI

RICDOG - სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი”

ადამიანის უფლებათა ცენტრი

გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია- ეკო

დემოკრატიის ინსტიტუტი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი

დემოკრატიის მცველები

ევროპის ფონდი

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

თბილისი პრაიდი

ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

კანონის უზენაესობის ცენტრი

მედიაომბუდსმენი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

მწვანე ალტერნატივა

მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი

ოპიოდოკი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

პლატფორმა ,,სოციალურად დაუცველთა გვერდით"

პლატფორმა “სალამ”

პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის

პრევენცია პროგრესისთვის

პროაქტივ ჯგუფი საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სამოქალაქო ადვოკატირების ცენტრი

სამოქალაქო აქტივობის ცენტრი ლაკმუსი

სამოქალაქო იდეა

სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

საქართველოს ევროპული ორბიტა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია

საქართველოს სასამართლოს გუშაგი

ყვარლის ევროკლუბი

შშმ ქალთა ალიანსი

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT

წერტილი

უფლებები საქართველო

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!