შესვლა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გაეროს სპეციალურ პროცედურებს, ევროპის საბჭოს კომისარსა და ეუთოს მიმართავენ

6 დეკემბერი, 2024

ფოტო: პუბლიკა

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გაეროს სპეციალურ პროცედურებს, ევროპის საბჭოს კომისარსა და ეუთოს მიმართავენ საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით

2024 წლის 6 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ერთობლივად მიმართავენ საერთაშორისო მექანიზმებს, კერძოდ, კომუნიკაცია ეგზავნებათ:

  1. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს;

  2. ეუთო (ODIHR);

  3. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს წამების და სხვა სასტიკი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის საკითხებში;

  4. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლების  საკითხებში;

  5. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში;

  6. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში.

კომუნიკაცია შეეხება საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას. დასახელებულ პირებს თავიანთი მანდატის ფარგლებში შეუძლიათ საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, საქართველოში ვიზიტი, და ადგილზე ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება. 

კომუნიკაციაში დეტალურად არის მოცემული 28 ნოემბრიდან დღემდე არსებული ფაქტები, რომლებიც შეეხება მშვიდობიანი დემონსტრანტების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ჩადენას; აქციების დარბევისთვის გამოყენებული საშუალებების უკანონობასა და არაპროპორციულობას; უკანონო დაკავებას; ჩხრეკა-ამოღების ოპერაციებს; სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას; ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობას. 

კომუნიკაციის წარმდგენი ორგანიზაციები:

  1. უფლებები საქართველო

  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 

  3. სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევნისთვის - სამოქლაქო იდეა 

  4. დემოკრატიის მცველები

  5. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

  6. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)

  7. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

  8. საქართველოს სასამართლოს გუშაგი

  9. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტი (GDI)

  10. საქართველოს მომავლის აკადემია

  11. მწვანე ალტერნატივა

  12. წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

  13. უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

  14. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

  15. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

  16. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

  17. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

  18. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

  19. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

 

 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!