შესვლა

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება 2024 წლის 19 ნოემბერს დაკავებულთა პროცესების თაობაზე

20 November, 2024

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატები იცავენ 19 ნოემბერს მშვიდობიანი შეკრების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების ინტერესებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით დაკავებულები სასამართლოში დღეს სამუშაო საათების მიწურულს, 18:00 საათამდე ცოტა ხნით ადრე გადაიყვანეს. აღნიშნულის თაობაზე ადვოკატები არ იყვნენ ინფორმირებულები გონივრული ვადით ადრე.

ამ დროისთვის საქმეებს რამდენიმე მოსამართლეს პარალელურად იხილავს. მოსამართლეები მიზანმიმართულად არ აკმაყოფილებენ ადვოკატების შუამდგომლობებს საქმის მასალების გასაცნობად და დამატებითი მტკიცებულებების წარსადგენად გონივრული ვადით სხდომების გადადებასთან დაკავშირებით. რამდენიმე შემთხვევაში პროცესი გადაიდო მხოლოდ 10 ან 30 წუთით და ამ დროში მხარეებს დაევალათ ვიდეო მტკიცებულებებისა და მოწმეთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა.

მიგვაჩნია, რომ სასამართლო უგულებელყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არ აძლევს ადვოკატებს ჯეროვნად განახორციელონ მათი მარწმუნებლების ინტერესების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, მოქალაქეებს არ ეძლევათ მათი სასარგებლო მტკიცებულებების მოძიებისა და სასამართლოში წარმოდგენის შესაძლებლობა.

მოვუწოდებთ სასამართლოს მისცეს ადვოკატებსა და მხარეებს საქმის მასალების სრულად გაცნობის და ახალი მტკიცებულებების მოძიებისთვის საჭირო დრო და ორგანიზებულად გაგრძელდება წინამდებარე საქმეების განხილვა.

სამართლებრივი დახმარების ქსელის წევრი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

უფლებები საქართველო (RG)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

უფლებადამცველთა გაერთიანება ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRD)

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!