შესვლა

ვაკანსია: პროექტების კოორდინატორი

10 October, 2023

ა(ა)იპ  ,,უფლებები საქართველო“ აცხადებს კონკურსს პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე. 

სამუშაოს დაწყების დრო: 6 ნოემბერი, 2023
სამუშაოს განაკვეთი: სრული განაკვეთი 
ანაზღაურება: 2000-3700 ლარი (დარიცხული ხელფასი, საიდანაც გამოიქვითება კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები). ანაზღაურება დამოკიდებულია პროექტების რაოდენობასა და ხანგრძლივობაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

-    თითოეული პროექტული აქტივობის განხორციელებისთვის სტრატეგიების განსაზღვრა და მათი შესრულების ხელშეწყობა/მონიტორინგი;
-    სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების შერჩევის, სამართალწარმოების, მონიტორინგისა და სამართლებრივი დახმარების კრიტერიუმების შერჩევაში/განსაზღვრაში მონაწილეობა; 
-    პროექტის მიზნებისთვის საერთო მოქმედებების კოორდინაცია პროექტის დირექტორის ზედამხედველობით;
-    პროექტის ადვოკატების საქმიანობაზე ზედამხედველობა;
-    სტრატეგიული სამართალწარმოების მიდგომების შემუშავებაში მონაწილეობა და სტრატეგიული სამართალწარმოების პროგრესის ზედამხედველობა;
-    პროექტის ადვოკატებთან ერთად ბენეფიციარების ინტერესების დაცვის მიზნით სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
-    მონაცემთა და დასკვნების შეგროვების, ანალიზისა და წარმოდგენის შესაბამისი მექანიზმების ჩამოყალიბებაზე მუშაობა;
-    პროექტის შინაარსობრივი ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
-    სამუშაო შეხვედრების დაორგანიზება და ფასილიტაცია;
-    დაინტერესებულ მხარეებთან, პროექტის პარტნიორებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
-    პროექტის მედია პროდუქტების შემუშავების ზედამხედველობა; 
-    ანალიტიკური დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობა და პროცესის ზედამხედველობა; 
-    პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, ორგანიზაციის დირექტორის  დავალებით, სხვა საქმიანობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-    უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი (უმაღლესი იურიდიული განათლება; მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, ან საჯარო სამართლის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
-    ადამიანის უფლებების ან საჯარო სამართლის მიმართულებით  მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება; სასურველია გენდერის, ქალთა უფლებების, ქალთა მიმართა ძალადობის და დისკრიმინაციიის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება; 
-    მენეჯერულ პოზიციაზე ან/და პროექტის ხელმძღვანელად მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება; 
-    ინგლისური ენის ფლობა (მინიმუმ B2 დონე). რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-    სამართალწარმოების გამოცდილება ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე ჩაითვლება პრიორიტეტად;
-    სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე; 
-    სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა;
-    გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა და მაღალი სამუშაო ეთიკა;
-    შემჭიდროებულ ვადებსა და აქტიურ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.


საკონკურსო ეტაპები:

-    წარმოდგენილი განაცხადების გადარჩევა;
-    წერითი დავალების შესრულება ინგლისურ ენაზე;
-    გასაუბრება.


გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

-    რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ;
-    სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე;
-    ინგლისური ენის (მოთხოვნილი დონის) ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამის დიპლომი;
-    ორი რეკომენდატორის მონაცემები.

გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 22 ოქტომბრის 23:59 საათამდე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: rightsgeorgia@gmail.com.

სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!