შესვლა

ვაკანსია: სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი ჭიათურაში

11 სექტემბერი, 2023

ა(ა)იპ „უფლებები საქართველო” აგრეძელებს კონკურსს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის შესარჩევად, რომელიც იმუშავებს ჭიათურის სამართლებრივი დახმარების ცენტრში. 

შენიშვნა: იმ პირთა განაცხადები, რომლებიც უკვე წარმოდგენილია ჭიათურაში „უფლებები საქართველოს" მიერ გამოცხადებული სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის ვაკანსიაზე 2023 წლის 23 აგვისტოდან 2023 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ავტომატურად, ხელახალი მომართვის გარეშე, იქნება განხილული მიმდინარე შესარჩევი კონკურსის ფარგლებში. შესაბამისად, დამატებით განაცხადის გამოგზავნა არ არის საჭირო.

ვაკანსია ცხადდება პროექტის  „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც ASB საქართველო, „უფლებები საქართველოსთან“ და კიდევ ოთხ ორგანიზაციასთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.

ანაზღაურება:  350 ევროს ეკვივალენტი ლარში, დონორის მიერ განსაზღვრული კურსის შესაბამისად (დარიცხული ხელფასი, საიდანაც გამოიქვითება საშემოსავლო გადასახადი და საპენსიო შენატანი)
სამუშაოს დაწყების დრო: 01 ოქტომბერი, 2023
სამუშაოს ადგილი: ჭიათურა (შერჩეული კანდიდატი იმუშავებს ადგილზე, ჭიათურაში, შესაბამისად, დისტანციურ რეჟიმში მუშაობის მსურველთა განაცხადები არ განიხილება). 
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი 
ხელშეკრულების ვადა: 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მოიცავს 2-თვიან გამოსაცდელ ვადას), გაგრძელების პერსპექტივით. 

მოვალეობები:

-  პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; 
-   განაცხადების, საჩივრების, სარჩელების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
-   საქმის წარმოება და ბენეფიციარების ინტერესების წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
-   პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
-   გასვლითი საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვა შესაბამისი რეგიონის სოფლებში და სამართლებრივი დახმარების გაწევა ადგილობრივი მოსახლეობისათვის;
-   პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-    უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი).
-    საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
-   სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის მოწმობა;
-   სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს  ბავშვის უფლებების  სპეციალიზებული კურსი;
-   გენდერულ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის კუთხით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
-    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-    ინგლისურის ან/და რუსული ენების ცოდნა სასურველია.

უნარ-ჩვევები:

-    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობა;
-    ბენეფიციარებთან სწორი და ეთიკური კომუნიკაცია;
-    შრომის მაღალი დისციპლინა;
-    შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულება;

ვაკანტურ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა, 2023 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე rightsgeorgia@gmail.com:

1.    CV ქართულ ენაზე;
2.    სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე;
3.    ადვოკატის მოწმობის ასლი;
4.    ორი რეკომენდატორის მონაცემები.

სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიუთითოთ ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შერჩევა გაიმართება სამ ეტაპად: 

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება;
2. გასაუბრება;  
3. წერითი დავალების შესრულება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!