შესვლა

ვაკანსია: სისხლის სამართლის ადვოკატი

22 მაისი, 2023

ა(ა)იპ „უფლებები საქართველო” განაგრძობს კონკურსს თბილისის ოფისში სისხლის სამართლის ადვოკატის შესარჩევად.

შენიშვნა: ის კანდიდატები, რომლებმაც სისხლის სამართლის ადვოკატის ვაკანსიაზე განცხადება შემოიტანეს 2023 წლის 07 აპრილიდან 2023 წლის 25 აპრილის პერიოდში და რომლებსაც წერილობით არ მიუღიათ „უფლებები საქართველოს" უარყოფითი პასუხი, ავტომატურად, ხელახალი მომართვის გარეშე, განხილული იქნებიან მიმდინარე შესარჩევი კონკურსის ფარგლებში. შესაბამისად, დამატებით განაცხადის გამოგზავნა არ არის საჭირო.

ანაზღაურება: 2200 ლარი (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 15 მაისი, 2023
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი 
ხელშეკრულების ვადა: 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მოიცავს გამოსაცდელ ვადას), გაგრძელების პერსპექტივით. 

მოვალეობები:

-    ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; 
-    განაცხადების, საჩივრებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
-    საქმის წარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში და წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში;
-    გასვლითი კონსულტაციები/სამართლებრივი დახმარება, აქტივიზმი;
-    პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
-    საჯარო ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
-    შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზაციის საქმიანობის განვითარებაზე ფოკუსირებულ საქმიანობაში ჩართულობა; 
-    პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-    უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
-    სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; 
-    სამართალწარმოების გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში;
-    სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის მოწმობა;
-    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-    ინგლისურის (B2) და რუსული ენების (B2) ცოდნა.
-    სასურველია არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის და აქტივიზმის გამოცდილება. 

უნარ-ჩვევები:

-    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობა;
-    ბენეფიციარებთან სწორი და ეთიკური კომუნიკაცია;
-    მაღალი შრომის დისციპლინა;
-    მოტივირებულობა და ენთუზიაზმი; 
-    შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულება;


ვაკანტურ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა, 2023 წლის 04 ივნისის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე vacancy@rights.ge: 

1.    რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
2.    სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე;
3.    ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ, მათი საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით;
4.    ადვოკატის მოწმობის ასლი;
5.    იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.

სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიუთითოთ ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

-    წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
-    მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის წერითი დავალება (ინგლისურად/რუსულად);
-    მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!