ვაკანსია: სისხლის სამართლის ადვოკატი
7 აპრილი, 2023ა(ა)იპ „უფლებები საქართველო” აცხადებს კონკურსს თბილისის ოფისში სისხლის სამართლის ადვოკატის შესარჩევად.
ანაზღაურება: 2200 ლარი (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 15 მაისი, 2023
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ხელშეკრულების ვადა: 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მოიცავს გამოსაცდელ ვადას), გაგრძელების პერსპექტივით.
მოვალეობები:
- ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
- განაცხადების, საჩივრებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
- საქმის წარმოება ადმინისტრაციულ ორგანოებში და წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში;
- გასვლითი კონსულტაციები/სამართლებრივი დახმარება, აქტივიზმი;
- პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- საჯარო ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
- შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზაციის საქმიანობის განვითარებაზე ფოკუსირებულ საქმიანობაში ჩართულობა;
- პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
- სისხლის სამართლის საქმეებზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
- სამართალწარმოების გამოცდილება ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში;
- სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის მოწმობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- ინგლისურის (B2) და რუსული ენების (B2) ცოდნა.
- სასურველია არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის და აქტივიზმის გამოცდილება.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობა;
- ბენეფიციარებთან სწორი და ეთიკური კომუნიკაცია;
- მაღალი შრომის დისციპლინა;
- მოტივირებულობა და ენთუზიაზმი;
- შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულება;
ვაკანტურ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა, 2023 წლის 25 აპრილის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე vacancy@rights.ge:
1. რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე;
2. სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე;
3. ინფორმაცია ორი რეკომენდატორის შესახებ, მათი საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით;
4. ადვოკატის მოწმობის ასლი;
5. იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი.
სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიუთითოთ ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის წერითი დავალება (ინგლისურად/რუსულად);
- მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.