ვაკანსია: PR და კომუნიკაციის ოფიცერი
6 აპრილი, 2023ა(ა)იპ „უფლებები საქართველო“ აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის PR და კომუნიკაციის ოფიცრის ვაკანსიაზე.
სამუშაოს დაწყების დრო: 15 მაისი, 2023
სამუშაო გრაფიკი: არასრული (70%)
სამუშაოს ხანგრძლივობა: 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (გაგრძელების პერსპექტივით)
ანაზღაურება: 3000 ლარი დარიცხული
მოვალეობები:
• ორგანიზაციის კომუნიკაციის, იმიჯისა და რეპუტაციის სტრატეგიის განვითარება და განხორციელება: მათ შორის, სამიზნე აუდიტორიისათვის მესიჯების შემუშავება, საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მათი მიწოდების უზრუნველყოფა;
• ორგანიზაციის იმიჯის ფორმირებასთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, მათ შორის, ორგანიზაციის სოციალური მედიის არხებისათვის მულტიმედიური პროდუქციის და კონტენტის შექმნა/დანერგვა;
• სოცაილური ქსელების მართვა;
• მედიასთან თანამშრომლობა: მედიისთვის განკუთვნილი მასალების (ანონსი, პრესრელიზი, პრესკიტი) მომზადება, პრესკონფერენციების ორგანიზება, სატელევიზიო და რადიო გადაცემების დაგეგმვა, სტატიების გამოქვეყნება ბეჭდურ და ელექტრონულ პრესაში, მედია მონიტორინგის განხორციელება.
• სპეციალური ღონისძიებების / ივენთების ორგანიზებასა და მართვაში მონაწილეობის მიღება;
• დონორებთან, პარტნიორებთან შეხვედრებში მონაწილეობა;
• საზოგადოებასთან ურთიერთობის და კომუნიკაციის საკითხებთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
• უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერებები); უპირატესობა მიენიჭებათ ჟურნალისტიკის, პიარისა და კომუნიკაციის დარგის სპეციალისტებს;
• მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
• მედიის წარმომადგენლებთან (პროდიუსერები, ჟურნალისტები) თანამშრომლობის გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება ძლიერი პირადი კონტაქტების მქონე კანდიდატს;
• ქართული ენის (წერითი და ზეპირი) სრულყოფილი ცოდნა;
• ინგლისური ენის ფლობა B1 დონეზე;
• წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის ძლიერი უნარი;
• ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
გამოცხადებულ პოზიციაზე მომართვის მსურველებმა 2023 წლის 25 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე vacancy@rights.ge უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
1. CV (ინგლისურ ან ქართულ ენაზე);
2. სამოტივაციო წერილი;
3. არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
4. არსებობის შემთხვევაში, საკომუნიკაციო პლატფორმებისათვის (ვებსაიტი, სოციალური მედია, სხვა) შემქნილი მასალების/კონტენტის ნიმუშები, შესაბამისი ბმულების მითითებით;
5. ორი რეკომენდატორის მონაცემები;
შერჩევა გაიმართება ორ ეტაპად: 1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება; 2. გასაუბრება. კომპეტენციის დონის დადგენის ან უნარების განსაზღვრის მიზნით, შესაძლოა კანდიდატს მოეთხოვოს პრაქტიკული სავარჯიშოს/დავალების შესრულება.
სავალდებულოა მეილის დასახელებაში მიეთითოს ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.