შესვლა

ვაკანსია: ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატი - თელავი

7 მარტი, 2023

ა(ა)იპ „უფლებები საქართველო” აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის ადვოკატის შესარჩევად, რომელიც იმუშავებს თელავის სამართლებრივი დახმარების ცენტრში

ვაკანსია ცხადდება პროექტის - გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც ASB საქართველო, „უფლებები საქართველოსთან“ და კიდევ ოთხ ორგანიზაციასთან ერთად, ახორციელებს.

ანაზღაურება:  350 ევროს ეკვივალენტი ლარში, დონორის მიერ განსაზღვრული კურსის შესაბამისად (დარიცხული ხელფასი)
სამუშაოს დაწყების დრო: 01 აპრილი, 2023
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი 
ხელშეკრულების ვადა: 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (მოიცავს 3 თვიან გამოსაცდელ ვადას), გაგრძელების პერსპექტივით. 


მოვალეობები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები

მოვალეობები:

-    პროექტის ბენეფიციარებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების და იურიდიული დახმარების გაწევა მათ უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; 
-    განაცხადების, საჩივრების, სარჩელების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
-    საქმის წარმოება და ბენეფიციარების ინტერესების წარმომადგენლობა საერთო სასამართლოებში და ადმინისტრაციულ ორგანოებში;
-    პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
-    გასვლითი კონსულტაციები/სამართლებრივი დახმარება შესაბამისი რეგიონის სოფლებში;
-    პროექტის და ორგანიზაციის მიზნებისათვის, სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

-    უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი).
-    სასურველია საერთო სასამართლოებში სამართალწარმოების გამოცდილება;
-    სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის მოწმობა;
-    გენდერულ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის კუთხით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
-    საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
-    ინგლისურის ანდა რუსული ენების ცოდნა სასურველია.

უნარ-ჩვევები:

-    პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობა;
-    ბენეფიციარებთან სწორი და ეთიკური კომუნიკაცია;
-    მაღალი შრომის დისციპლინა;
-    შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულება;

ვაკანტურ პოზიციებზე მომართვის მსურველებმა, 2023 წლის 20 მარტის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია მითითებულ ელექტრონულ მისამართზე vacancy@rights.ge:

1.    CV ქართულ ენაზე;
2.    სამოტივაციო წერილი ქართულ ენაზე;
3.    ორი რეკომენდატორის მონაცემები.

სავალდებულოა, მეილის დასახელებაში მიუთითოთ ის პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და ასევე სამართლებრივი დახმარების ცენტრი (ამბროლაური, თელავი ან ჭიათურა), სადაც გსურთ საქმიანობა.

შერჩევა გაიმართება სამ ეტაპად: 

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი და შეფასება; 
2. წერითი დავალების შესრულება; 
3. გასაუბრება 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულყოფილად წარმოდგენილი განაცხადები განხილული არ იქნება.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!