ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი - მეორე შუალედური ანგარიში
1 ივლისი, 20202020 წლის მაისიდან, “უფლებები საქართველო” ახორციელებს პროექტს “ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის მონიტორინგი“. პროექტი ხორციელდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.
პროექტის მიზანია, ერთის მხრივ, გამოვლინდეს ის პრობლემები რასაც სასამართლოს მომხმარებლები აწყდებიან სასამართლო სერვისებით სარგებლობისას საგანგებო ვითარების დროს, მეორეს მხრივ - განხორციელდეს სხდომების ელექტრონული წარმართვის მონიტორინგი და შემუშავდეს რეკომენდაციები დისტანციური სერვისების განხორციელების მიზნით. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი ახორციელებს ელექტრონულ სხდომებზე დაკვირვებას და მართლმსაჯულების სისტემაში ჩართული სუბიექტების გამოკითხვას აღნიშნული პრობლემების შესწავლისათვის.
მოხარულნი ვართ, გამოვაქვეყნოთ პროექტის მეორე შუალედური ანგარიში, რომელშიც ასახულია იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა და პროკურატურის მუშაკთა გამოკითხვის შედეგები,
ასევე დისტანციურად ჩატარებული ორი სასამართლო სხდომის მონიტორინგის შედეგები.