შესვლა

სისტემური ძალადობა: არასათანადო მოპყრობის გამოძიება

30 იანვარი, 2026

„უფლებები საქართველომ“ სიღრმისეული კვლევის შედეგად მოამზადა ანალიტიკური ანგარიში და შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 2024 წლის გაზაფხულსა და ნოემბერ–დეკემბერში აქციების დარბევისას გამოყენებული სისტემური ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ეფექტიანობა, ხარისხი და დამოუკიდებლობა.

ჩამოტვირთეთ დოკუმენტი

სიღრმისეულმა ანალიზმა ცხადჰყო, რომ გამოვლენილი ხარვეზები არ წარმოადგენდა ცალკეულ ან შემთხვევით შეცდომებს, არამედ ასახავდა ჩამოყალიბებულ ადმინისტრაციულ და საგამოძიებო პრაქტიკას.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ორივე პერიოდში დაწყებული გამოძიებები განხორციელდა ერთიანი, ხარვეზიანი მეთოდოლოგიით, რაც თავიდანვე ზღუდავდა ფაქტების სრულყოფილად დადგენისა და პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების შესაძლებლობას. საკვანძო მტკიცებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი არ იქნა მოპოვებული, სახელმწიფო უწყებებისადმი მიმართული კითხვები ძირითადად შაბლონური და ზედაპირული იყო, ხოლო საგამოძიებო ორგანოებმა შესაბამისი ინსტიტუტებისგან მიიღეს ურთიერთგამომრიცხავი და არასრული ინფორმაცია.

ანალიზმა გამოავლინა, რომ მრავალი ერთმანეთთან დაუკავშირებელი შემთხვევა ხელოვნურად გაერთიანდა ერთ სისხლის სამართლის საქმეში, რამაც ფაქტობრივად გამორიცხა თითოეული ეპიზოდის ეფექტიანი გამოძიება. ამასთან, საქმეებში დაზარალებულთა რაოდენობისა და საგამოძიებო მოქმედებების ხელოვნური ზრდით, საგამოძიებო ორგანო და პროკურატურა შეეცადნენ, შეექმნათ გამოძიების ეფექტიანობის ილუზია.

ანგარიში დეტალურად განიხილავს აღნიშნულ სისტემურ ხარვეზებს და მათ გავლენას მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე საქართველოში.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!