გაძევების პრაქტიკაში არსებული სამართლებრივი და პროცედურული ხარვეზები
6 იანვარი, 2022„უფლებები საქართველომ“ მოამზადა კვლევა გაძევების პრაქტიკაში არსებული სამართლებრივი და პროცედურული ხარვეზების შესახებ.
კვლევა განიხილავს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოდან უცხოელების გაძევების სამართლებრივ საფუძვლებსა და პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებს და მიზნად ისახავს, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები საქართველოში მყოფი უცხოელების უფლებებისა და ინტერესების დაცვის ეფექტურობის მისაღწევად.
კვლევა მომზადდა პროექტის - „გაძევებისა და არგაძევების პროცედურებში უცხოელებისათვის სამართლებრივი დახმარება და მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხების კვლევა“ - ფარგლებში, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და Brot für die Welt - ის მხარდაჭერით 2021 წლის 10 ივნისიდან ხორციელდება.