შესვლა

საქართველოში მცხოვრები მიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა პანდემიის პირობებში

17 დეკემბერი, 2020

კორონავირუსის გავრცელებამ მსოფლიო უპრეცენდენტო გამოწვევების წინაშე დააყენა და არაპროპორციულად დააზარალა სხადასხვა მოწყვლად სიტუაციაში მყოფი ინდივიდების ჯანმრთელობა თუ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა შეზღუდვებმა, არა მხოლოდ გაართულა მიგრანტებისთვის მანამდე არსებული მდგომარეობა, არამედ ისინი სრულიად ახალი გამოწვევების წინაშეც დააყენა. მიგრანტების მოწყვლადობაზე მსჯელობა არის, როგორც უფლებების დაცვის, ასევე თანმიმდევრული პოლიტიკის და კარგი მმართველობის ფარგლებში განსახილველი საკითხი. 11 მარტის შემდეგ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა, ბევრმა სახელმწიფომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დააწესა სხვადასხვა შეზღუდვა და მიიღო სპეციალური ნორმები. ამასთანავე, გამოწვეული ზიანის შემცირებისთვის შეიქმნა ბიზნესისა და ფიზიკური პირების მხარდაჭერის პროგრამები. თუმცა, მიგრანტები ხშირად ჯანდაცვის პროგრამების, ფინანსური და სოციალური დაცვის სერვისების მიღმა აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რთულია განსაზღვრო პანდემიის და თანმდევი სამთავრობო პროგრამების მუშაობის გრძელვადიანი შედეგები, მათი პირველადი ეფექტი ნათელია.

ჩამოტვირთეთ ანგარიში

ვირუსის გავრცელების პრევენციის, შექმნილი კრიზისის დაძლევისა და პანდემიამდე არსებული მდგომარეობის სწრაფად აღდგენის მიზნით, საქართველოს მთავრობამ დააწესა რიგი რეგულაციები და შეიმუშავა 3 ეტაპიანი ანტიკრიზისული გეგმა. პირველ ეტაპზე გათვალისწინებული ღონისძიებები წარმოადგენდა ერთგვარ გადაუდებელ დახმარებას მოსახლეობისა და ბიზნესისთვის. შემდეგი ეტაპები მოიცავდა ე.წ. ჰორიზონტალურ ზომებს, რომლებიც ითვალისწინებდა პირდაპირ ფინანსურ დახმარებას ფიზიკური პირების სხვადასხვა კატეგორიებისთვის და ასევე განათლების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებებს. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობას საგანგებო რეჟიმში მოუწია მასშტაბური არასტანდარტული ზომების მიღება, რამაც კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დარღვევის რისკები ბუნებრივად გაზარდა. 

წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს შეისწავლოს საქართველოს მთავრობის ნაბიჯები კორონავირუსთან მიმართებით და გააანალიზოს თუ რამდენად ითვალისწინებდა ისინი მიგრანტების ინტერესებს და პასუხობდა მათ საჭიროებებს. ამასთანავე, ერთი მხრივ, საქართველოში მცხოვრები მიგრანტების გამოწვევების იდენტიფიცირებით და მეორე მხრივ ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმატიული კონტექსტის ანალიზით, კვლევის მიზანია ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, პანდემიის პირობებში მიგრანტების უფლებებისა და ინტერესების დაცვის ეფექტურობის მისაღწევად. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!