შესვლა

იურიდიული კლინიკა

10 იანვარი, 2008

პროექტის სახელწოდება: იურიდიული კლინიკა

პროექტის ხანგრძლივობა:  2008 წლის სექტემბრიდან 2009 წლის მარტამდე

დონორი: კავკასიის სამართლის სკოლა

ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და კავკასიის სამართლის სკოლა 2008 წლიდან თანამშრომლობენ. კერძოდ, გაფორმდა მემორანდუმი და შემუშავდა სწავლების ინოვაციური პროგრამა. ეს იყო პირველი და ექსკლუზიური შეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციასა და უმაღლეს სასწავლებელს შორის. სამართლის სკოლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულები პრაქტიკულ საადვოკატო კურსს გადიოდნენ “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” პრაქტიკოსი ადვოკატების ხელმძღვანელობით.

პროექტის მიზანი და ამოცანები:

სასწავლო პროგრამის ინოვაციურობა მის ფორმაში გამოიხატებოდა – სწავლება მიმდინარეობდა როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე უშუალოდ “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ბაზაზე, ორგანიზაციის მრავალწლიანი გამოცდილებისა და რესურსის გამოყენებით.

სასწავლო პროგრამა ითვალისწინებდა სტუდენტების ინტენსიურ ჩართვას კანონპროექტებისა და კანონმდებლობის ანალიზისა და მოქალაქეთა სამართლებრივი დახმარების პროცესში, რაც გულისხმობდა მოსახლეობისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციების გაწევას.

პროექტის აქტივობები:

სწავლების პროგრამის შემუშავების დროს, მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული სტუდენტთა ინტერესები. სწავლების სრული კურსი 7 თვიან პერიოდს მოიცავს და რამდენიმე ეტეპად იყოფოდა. სწავლების პირველი 3 თვე წარიმართა ონლაინ რეჟიმში, რამაც სტუდენტებს საშუალება მისცა, სწავლისაგან მოუწყვეტლად მიეღოთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება ჰიპოთეტურ საქმეებზე მუშაობის გზით. სტუდენტებს გადაეგზავნებათ 5 საქმე და მიიღეს პრაქტიკული დავალებები, რაც გულისხმობდა საქმის გარემოებებიდან გამომდინარე საკანონმდებლო აქტების მოძიებას, საქმის ანალიზს, აუცილებელი პროცესუალური დოკუმენტების მომზადებას. სწავლების მეორე ეტაპი 3 თვიანი სწავლების ინტენსიური პრაქტიკული კურსის მოიცავდა ბაკალავრიატის სტუდენტების ინტენსიურ საადვოკატო პრაქტიკას ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი”-ს ადვოკატების უშუალო ხელმძღვანელობით. ამ დროს, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ ჩაერთულიყვნენ მათ მიერ შერჩეულ კონკრეტულ საქმეებში და მონაწილეობა მიეღოთ ყველა იმ პროცესუალური ქმედების განხორციელებაში, რომელიც აუცილებელი იყო კონკრეტული საქმის წარმოებისათვის სასამართლო თუ სხვა ადმინისტრაციულ ინსტანციებში.

სტატიები განთავსდა ორგანიზაციის საიტზე და დაიბეჭდება ყოველკვარტალურ გამოცემა ”42-ე მუხლში”. კლინიკის პროგრამის დამთავრების შემდეგ, სტუდენტებმა მოამზადეს პრეზენტაცია მათ მიერ წარმოებულ საქმეზე. წარმატებულ სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!