შესვლა

აფხაზეთში მცხოვრები ალიონა თანიას იძულება, მოეხადა ბოდიში მოსაზრებისთვის, რომ აფხაზეთი საქართველოა, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა

30 მარტი, 2021

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა მოკვლევა დაიწყეს ალიონა თანიას მიმართ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ „აფხაზეთი საქართველოა“. ოკუპირებული რეჟიმის სამართალდამცველებმა ალიონას აღნიშნული ქმედებისთვის საზოგადოების წინაშე ბოდიში მოახდევინეს. 

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიერ მითითებულ ფაქტზე მოკვლევის დაწყება და ალიონა თანიას დავალდებულება, მოეხადა ბოდიში საზოგადოების წინაშე, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას და ეწინაამღდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასა და სტანდარტებს. 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას ჰქონდეს, შეხედულებები, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების მიერ ჩარევის გარეშე და საზღვრების მიუხედავად.  

პირის თავისუფლება ჰქონდეს შეხედულებები, კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული სხვა თავისუფლებების წინაპირობაა და იგი თითქმის სარგებლობს აბსოლუტური დაცვით, იმ თვალსაზრისით, რომ გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებული შესაძლო შეზღუდვები მასთან მიმართებაში არ გამოიყენება.(1)

ამასთან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმატებების თანახმად, მმართველი რეჟიმის წარმომადგენლები არ უნდა ეცადნონ, რომ მოახდინონ იდეოლოგიური ზემოქმედება თავიანთ მოქალაქეებზე და განასხვავონ ინდივიდები მათი შეხედულებების საფუძველზე.(2)  გარდა ამისა, შეფასებითი მსჯელობა, რომელიც გამოხატულია, პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხების მიმართ, სარგებლობს განსაკუთრებული დაცვით, რაც წარმოადგენს შეხედულებათა პლურალიზმის უზრუნველყოფის წინაპირობას.(3)

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ ოკუპირებული რეჟიმის მიერ ალიონა თანიას მიმართ მოკვლევის დაწყება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებებსა და სტანდარტებს. თავის მხრივ, „უფლებები საქართველო“ მზად არის სამართლებრივი მხარდაჭერა გაუწიოს ალიონა თანიას იმ რესურსის და სპეფიციკის გათვალისწინებით, რასაც ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული პოლიტიკური ვითარება იძლევა. 

---------

(1)  Guide on the Implementation of Article 10 on the European Convention on Human Rights (2005), 57-60 [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3rudFjC
(2)  იქვე.
(3) იქვე. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!