

ანა გუდაძე - პროექტის კოორდინატორი
ანა გუდაძე „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2019 წელს შეუერთდა. ის კოორდინაციას უწევს გაძევებისა და არგაძევების პროცედურებში უცხოელებისათვის სამართლებრივი დახმარების პროექტს, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა და გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის Brot für die Welt ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
განათლება:
2018 წელს წარჩინებით დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. ამავე წელს, მან გერმანიაში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში გაიარა, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სისტემის კურსი. 2011-2015 წლებში სწავლობდა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. ზოგადი განათლება მიღებული აქვს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში.
სამუშაო გამოცდილება:
2019 წლის ნოემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე იყო „უფლებები საქართველოს“ პროექტის კოორდინატორი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ დაფინანსებული პროექტის - „ლტოლვილების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და თავშესაფრის მაძიებლების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“, ხოლო 2020 წლის ივნისიდან აგრეთვე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,მოქალაქეობის არქონის დასრულება საქართველოში“ კოორდინატორი.
2020 წლის განმავლობაში, იგი ჩართული იყო ,,უფლებები საქართველოს“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებში, პროექტის კოორდინატორის, მკვლევარისა და კონსულტანტის პოზიციებზე.
2019 წლის იანვრიდან ამავე წლის ნოემბრამდე მუშაობდა, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის პოზიციაზე, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „ლტოლვილების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და თავშესაფრის მაძიებლების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“.
2017-2018 წლებში იგი ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და თანამშრომლობდა სხვადასხვა კერძო კომპანიასთან.
2013-2017 წლებში მუშაობდა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაში, იურისტისა და საერთაშორისო პროექტების სამსახურის სპეციალისტის პოზიციებზე.
2015 წელს მუშაობდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს ფორუმზე.
სხვადასხვა აქტივობები:
2019 წელს მიწვეული იყო უკრაინის ადამიანის უფლებათა სახლისა და იურიდიული კლინიკების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ, იურიდიული კლინიკების გაძლიერების სამუშაო შეხვედრაზე, უკრაინის დედაქალაქ კიევში.
2019 წელს სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა უკრაინის დედაქალაქ კიევში, ,,უკრაინის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრაქტიკული სკოლის“, კანადის საელჩოსა და ,,რენესანსის ფონდის“ თანამშრომლობით ორგანიზებულ, სამართლებრივი გაძლიერების პრაქტიკულ პროგრამაზე.
2019 წელს ესწრებოდა, D66-ისა და VVD-ის მიერ ორგანიზებულ, ლიბერალური ლიდერობის აკადემიას.
2018 წლიდან დღემდე, არის, პროგრესის ცენტრისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარე, ,,ქალების გაძლიერების ქსელის“ (Women Empowerment Network) მონაწილე და კოორდინატორი.
2017 წლიდან დღემდე, არის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2017 წელს გაიარა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენერთა ტრენინგი და ამავე ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგები სამართლის სხვადასხვა სფეროში მოქალაქეებისათვის.
2016 წლის შემოდგომის სემესტრში, უძღვებოდა სამართლის გაკვეთილებს ქ. თბილისის #60-ე საჯარო სკოლაში.
არის მედიასამართლის სახელმძღვანელოსა (სერგი ჯორბენაძე, უშანგი ბახტაძე, ზურაბ მაჭარაძე, თბილისი, 2014) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის (GIZ, USAID, PROLoG Cooperation, http://www.gccc.ge) თანაავტორის (სერგი ჯორბენაძე) ასისტენტი.
ენები:
ქართული, ინგლისური, რუსული, გერმანული.