შესვლა
ელისო რუხაძე - იურისტი

ელისო რუხაძე - იურისტი

ელისო რუხაძე „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2022 წლის აპრილში შეუერთდა.

ის მუშაობს იურისტად პროექტში „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“, რომელსაც ASB საქართველო,  „უფლებები საქართველოსთან“ და კიდევ ოთხ ორგანიზაციასთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ელისო საადვოკატო პრაქტიკას 2005 წლიდან ეწევა. 2007-2017 წლებში ის მუშაობდა ადვოკატად სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში, 2017-2022 წლებში კი იყო კავშირ  „საფარის“ - იურისტი. 

როგორც ქალთა უფლებების აქტიურ დამცველს, ელისოს 2021 წელს მიღებული აქვს „ქალთა ფონდის“ მიერ დაწესებული კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემია. 

ელისო აქტიურად  მონაწილეობს საქართველოს ადვოკატთა  ასოციაციის მუშაობაში, არის ასოციაციის  ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი, ასევე  ტრენერი  სექსუალური შევიწროების  საკითხებში. 2013  წლიდან  ასევე არის   ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის (International   Bar  Assosiation) წევრი.

ელისოს 2006 წელს აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოპოვებული აქვს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი. გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი სამართლის სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!