შესვლა
იზი კასრელიშვილი - პოლიტიკისა და ადვოკატირების ოფიცერი

იზი კასრელიშვილი - პოლიტიკისა და ადვოკატირების ოფიცერი

იზი კასრელიშვილი „უფლებები საქართველოს“ გუნდს 2022 წლის მარტში შეუერთდა.

 
იზის ადამიანის უფლებებისა და სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობის მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. „უფლებები საქართველოში“ საქმიანობის დაწყებამდე იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის, სექსუალური ძალადობისა და ბავშვობის ასაკში ქორწინების მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების პროცესის ეფექტიანი განხორციელების კუთხით მუშაობდა. მას ასევე აქვს საქართველოს პროკურატურასა და არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

იზი არის სერტიფიცირებული ტრენერი გენდერის, სექსუალური ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის საკითხებზე. 2019 წლიდან იგი სისტემატურად ატარებდა პოლიციის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, ასევე, აქვს ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება. იზი აქტიურად იყო ჩართული სექსუალური ძალადობის საკითხებზე პოლიციის თანამშრომელთა სპეციალიზაციის პროცესსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში გენდერული მეინსტრიმინგის გაძლიერებაში.

რაც შეეხება იზის განათლებას, მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, სადაც  სამართლის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები მოიპოვა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სწავლებაში, კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრაში.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!