რუსუდან მჭედლიშვილი 2004 წლიდან მუშაობს ორგანიზაცია „უფლებები საქართველოში“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) იურისტის პოზიციაზე.
განათლება:
2000-2005 წელი დაამთავრა თბილისის ,,ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტი”, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი წარჩინებით, მიენიჭა მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
2017 წელი ოქტომბერიდან -2018 წელი ივლისის ჩათვილთ გაიარა ევროპის საბჭოს სასწავლო პროგრამა (ILIA / HELP 2017) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის წამოების შესახებ-"საერთაშორისო სამართალი და საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა"
სამუშაო გამოცდილება:
რუსუდანი ამჯერად მუშაობს UNHCR-ის პროექტის-,,საქართველოში ლტოლვილთა, თავშესაფრის მაძიებელთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების სამართლებრივი დაცვა და გაძლიერება“ ფარგლებში იურისტის პოზიციაზე.
რუსუდანი 2006 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი საერთო სპეციალიზაციით, მათ შორის აქვს არასრულწლოვნების მართლმსაჯულებაში სპეციალიზაცია.
რუსუდანს ასევე აქვს მუშაობის გამოცდილება სტრატეგიული, საკონსტიტუციო და საგადასახადო სამართალწარმოების მიმართულებით.
2014 წლიდან 2018 წლის მარტამდე რუსუდანი ასევე მუშაობდა იურისტის პოზიციაზე ,,თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ Ned-ის პროექტში, რომელიც ითვალისწინებდა აზერბაიჯანიდან გაძევებული აქტივისტების სამართლებრივ მხარდაჭერას .
მისი თანაავტორობით გამოცემულია:
• ,,ლტოლვილის და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების პროცედურები”;
• ,,2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისათვის მობილიზებული თანხებისა და რესურსების ხარჯვის პროცესის მონიტორინგის ანგარიში”;
• კვლევა,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა, ანუ ,,პრივატიზება ქართულად” ;
• ,,ბიზნეს სფეროში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევა”
• ,,აღკვეთის ღონისძიებების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში-კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევა;
• სისხლის სამართლის პროცესში საპროცესო შეთანხმების გამოყენებასთან დაკავშირებით-კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევა”
• ქალთა სამართლებრივი გზამკვლევი.
• ანგარიში ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობა და კონსტიტუციური კონტროლი საქართველოში.”
ენები - ქართული, რუსული, ინგლისური.