ელენე ფილეევა „უფლებები საქართველოში“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) 2003 წლიდან იურისტად მუშაობს .
განათლება:
1995-2000 წელი წარჩინებით დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტი „ლეგია და კომპანია“, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
ნოემბერი 2007- სექტემბერი , 2008 - დაამთავრა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კურსი , ჰელსინსკის ფონდი,პოლონეთი. ნოემბერი 2011-მაისი, 2013, მაისი - სწავლობდა, ქალთა ადამიანის უფლებათა პროგრამაში, ბულგარეთი.2011 წლიდან დღემდე არის კავკასიის სამართლის სკოლის დოქტორანტი საჯარო სამართლის მიმართულებით. 2017 წელს სექტემბერში გაიარა ევროპის საბჭოს პროგრამის HELP ტრენერთა სერტიფიცირებული კურსი( ToT).
სამუშაო გამოცდილება:
მუშაობდა მრავალ პროექტებში როგორც იურისტის ასევე კოორდინატორის, ტრენერისა და ექსპერტის თანამდებობზე, მათ შორის: 2017 წლის ივნისიდან დღემდე არის ადამიანის უფლებათა ფონდის პროგრამის „ International Law In Advocacy” (ILIA ) კოორდინატორ - იურისტი. 2018 წლის ოქტომბერი- დეკემბერი- იურისტის პოზიციაზე პროექტში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობა“; 2018 წლის ინვრიდან 2018 წლის ივლისამდე მუშაობდა იურისტად პროექტში „ არასამთავრობო სექტორის ჩართულობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართლის მართმსაჯულების პროცესში“.2016 წლის - 2017 წლის პერიოდში აქტიურად მუშაობდა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტებში, მათ შორის საგანმანათლებო ხასიათისა.
2016 წლის თებერვლიდან 2016 წლის მარტამდე მუშაობდა PROLoG მიერ დაფინანსებულ პროექტში „ რეგიონში მცხოვრებ ქალთა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის გაზრდა“იურისტ-ტრენერის პოზიციაზე.2014 წლის ინვრიდან 2016 წლის იანვრამდე - USAID მიერ დაფინანსებული პროექტში „ გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხრის ხელშეწყობა“ უფროსი იურისტის პოზიციაზე სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით. 2006 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა“ სტრატეგიული სამართალწარმოება საქართველოში“ პროექტის იურისტად. 2012 წლის მაისიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით იყო UNDP მიერ დაფინანსებული პროექტის “შშმ პირთა სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს გაძლიერების ხელშეწყობა “ ექსპერტის თანამდებობაზე. 2010 წლის ივნისიდან- 2011 წლის აპრილამდე მუშაობდა UN WOMAN მიერ დაფინასებულ პროექტის“ ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა და პრევენცია“ კოორდინატორ - იურისტად. 2009-2010 წლის განმავლობაში ჩართული იყო „ 42-ე მუხლის“ და კავკასიის სამართლის სკოლის იურიდიული კლინიკის პროგრამაში, ტრენერ- ადვოკატის პოზიციაზე.
მუშაობს სამოქალაქო, ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, თუმცა მას გააჩნია სისხლის სამართლის კუთხით მუშაობის გამოცდილება, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მრავალი შეტანილი საჩივრების ავტორია. ასევე არის ქალთა ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტში გაგზავნილი განაცხადის ავტორი( X და Y საქართველოს წინააღმდეგ).
სხვადასხვა პერიოდში მან აქტიურად იყო ჩართული სასამართლო და საარჩევნო მონიტორინგის პროცესებში.
2010 წლის ინვრიდან 2015 წლის მარტამდე იყო ორგანიზაციის გამგეობის წევრი,ხოლო 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის მარტამდე ასრულებდა ორგანიზაციის თავმჯდომარის ფუქნციებს .2018 წლიდან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრია.
ენები - რუსული, ქართული, ინგლისური