შესვლა

ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ციხის რეფორმის ადვოკატირება

21 თებერვალი, 2006

პროექტის სახელწოდება: ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ციხის რეფორმის ადვოკატირება

პროექტის ხანგრძლივობა: 2006 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვით

დონორი: „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC)

პროექტის მიზანი და ამოცანები:

პროექტის საერთო მიზანი იყო სამართლიანი და ეფექტიანი სისხლის სამართლის სისტემის შექმნის ხელშეწყობა. რაც თავისთავად დაეხმარებოდა პატიმრების რეაბილიტაციას, მოამზადებდა მათ გათავისუფლებისთვის, და მისცემდა მათ საშუალებას, ეცხოვრათ პროდუქტიული ცხოვრებით.

პროექტის კონკრეტულ მიზანს წარმოადგენდა პატიმრის უფლებების დაცვა, ქართულ ციხეებსა და თავისუფლების აღკვეთის სხვა ადგილებში, რათა პატიმრების მდგომარეობა ყოფილიყო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შეესაბამისი.
 

პროექტის აქტივობები:

პროექტის მიმდინარეობისას კონსტიტუციის 42-ე მუხლმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებების  რეკომენდაციები. პროექტის ფარგლებში მომზადდა ვიდეო რგოლი (PSA), რომელშიც საუბარი იყო პატიმრობის კოდექსში არსებულ ძირითად ხარვეზებზე. PSA-ს მომზადების მიზანი იყო პარლამენტის დეპუტატების და კანონშემოქმედებაში ჩართული სხვა თანამდებობის პირების წახალისება, რათა შემგომში მათ გაეტარებინათ აუცილებელი რეფორმები სასჯელაღსრულების სისტემაში.
ამ მიზნის მისაღწევად, “კონსტიტუციის 42-ე მუხლმა” გამოიყენეა თავისი გამოცდილება პატიმართა უფლებების დასაცავად  ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!