გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე
1 მარტი, 2014პროექტის სახელწოდება: გენდერული თანასწორობა სამუშაო ადგილებზე
პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის 1 მარტიდან 2016 წლის 15 დეკემბრის ჩათვით
დონორი: USAID
პარტნიორები: „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“ (GTUC), „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის“ (CSS); „JumpStart საქართველო“ და „New Media Advocacy“ (N-Map).
პროექტის მიზანი და ამოცანები:
პროექტის მიზანს წარმოადგენდა სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ ცვლილებებისა და რეგულაციების მომზადება, სამუშაო ადგილას დისკრიმინაციის შესახებ პოლიტიკის მოდელის გაუმჯობესება დამსაქმებელთათვის, გაზრდილი ცნობიერება და სამუშაო ადგილას გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის არსის გაგება დამსაქმებელთათვის, დასაქმებულთა, პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს, და ზოგადად საზოგადოებისთვის, საზოგადოებაში ქალის როლის უარყოფითი სტერეოტიპების, განსაკუთრებით დასაქმებისას, შემცირება, ქალთა, რომლებმაც სამუშაო ადგილას დისკრიმინაცია განიცადეს, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის აქტივობები:
პროექტის განხორციელება მოიცავდა შემდეგ ღონისძიებებს: კვლევის ჩატარება, რომელიც საქართველოში სამუშაო ადგილას გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ მონაცემებს შეაგროვებას და შემუშავდა კვლევა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე “; მომზადდა კვლევა „გენდერული დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში დამსაქმებელთა და დასაქმებულთა უნარების გაძლიერება“, რითიც გაიზარდა სამუშაო ადგილებში გენდერული თანასწორობა; სხვადასხვა მხარეების ჩართულობით და ყოველმხრივი მედია ადვოკატირებით შემუშავდა დისკრიმინაციის პოლიტიკის მოდელი. ასევე მომზადდა ინფოგრაფიკები: მამაკაცების უპირატესობა სამუშაო ადგილებზე, სექსუალური შევიწროება სამსახურში, გენდერული დისკრიმინაცია დასაქმებისას, კაცებიც დეკრეტულ შვებულებაში. ამასთანავე მომზადდა პოლიტიკის დოკუმენტი „დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები - პოლიტიკის დოკუმენტი“. პროექტის ფარგლებში მომზადდა ასევე საინფორმაციო ვიდეო რგოლები: შევიწროება სამუშაო ადგილზე, გენდერული დისკრიმინაციას ხელფასის განსაზღვრისას, გენდერული დისკრიმინაცია ორსულობის დროს, გენდერული დისკრიმინაცია სამსახურში მიღების დროს.
პროექტი განხორციელდა 30 თვის განმავლობაში თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში. ბენეფიციარები და სამიზნე ჯგუფები მოიცავდა ქალ და მამაკაც დასაქმებულებს, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მესაკუთრეებსა და მენეჯერებს, მომავალ დასაქმებულებს, პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს, საერთაშორისო მაკონტროლებელ ორგანოებს, ქალებს, ვინც სამუშაო ადგილას დისკრიმინაცია განიცადეს, სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქალთა ორგანიზაციებს, პარლამენტს, სასამართლოებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულნი არიან ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის სფეროში.