შესვლა

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის აღსრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი

2 სექტემბერი, 2014

პროექტის სახელწოდება: დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის აღსრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი

პროექტის ხანგრძლივობა: 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის სექტემბრამდე

დონორი: ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო“

პროექტის მიზანი და ამოცანები:

კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ახორციელებენ დისკრიმინაციის შედეგად დაზარალებული პირების უფასო სამართლებრივ დახმარებას.

კოალიციაში შედიან შემდეგი ორგანიზაციები: “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი,” “იდენტობა,” “კონსტიტუციის 42-ე მუხლი,” “საფარი” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,“ რომლებიც დისკრიმინაციის სხვადასხვა ნიშნანებზე მუშაობენ თემატურად.

პროექტის აქტივობები:

აღნიშნული კოალიციის ფარგლებში, უშუალოდ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ახორციელებს პროექტს – „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის აღსრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი,“ რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია ორიენტირებულია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციით დაზარალებულების სამართლებრივ მხარდაჭერაზე. ამ მიმართულებით, ორგანიზაციამ აწარმოა 7 საქმე, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, ისე სასამართლოში.

პროექტის ფარგლებში მომზადდა კვლება: “დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში”.  ასევე მომზადდა საინფორმაციო ვიდეო რგოლი: „არ შეურიგდე დისკრიმინაციას!“.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!