ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა
1 თებერვალი, 2016პროექტის სახელწოდება: ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა
პროექტის ხანგრძლივობა: 2016 წლის 1 თებერვლიდან 2017 წლის 1 მაისამდე
დონორი: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროექტის ფარგლებში“, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ს განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ
პროექტის მიზანი და ამოცანები:
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ქალთა, განსაკუთრებით, ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება და მათზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ქალთა უნარ-ჩვევების გაძლიერება და სამარლებრივი ცნობიერების ამაღლება; გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მარეგულირებელი ჩარჩოსა და პრაქტიკის გაუმჯობესება; გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
პროექტის აქტივობები:
პროექტი განხორციელდა საქართველოში, კერძოდ, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების შემდეგ მუნიციპალიტეტებში: წალკა, თეთრიწყარო, ნინოწმინდა, ახალქალაქი და ახალციხე.
მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და სამართლებრივი გაძლიერების ხელშესაწყობად, „კონსტიტუციის 42 მუხლმა“ პროექტის ფარგლებში განახორციელა სტრატეგიულ სამართალწარმოება. ის აქტიურად მუშაობდა არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე. პროექტის ბენეფიციარებს გაეწიათ უფასო იურიდიულ დახმარება, როგორც კონსულტაციების, ასევე, წარმომადგენლობის განხორციელების გზით; მოამზადეს საკუთარ პრაქტიკის ანალიზზე დაყრდნობით ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანალიზი; ჩაატარეს ტრენინგების სერია, რომელზეც მოიწვიეს პროექტის ბენეფიციარ ქალთა ჯგუფის წარომადგენლები. გენდერული თანასწორობის პოლიტიკის მარეგულირებელი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს დახვეწის მიზნით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა არსებული პრაქტიკისა და საკანონმდებლო და ინსტიტუციური მოწყობის ანალიზი, რის შემდეგაც შემუშავდა საკანონმდებლო წინადადებები და კონსტიტუციური სარჩელები. პროექტის საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, პროექტის ფარგლებში მომზადდა სატელევიზიო და რადიო გადაცემათა ციკლი, ჩატარდება პრეს-კონფერენციები, ინფორმაცია გავრცელდა მედია საშუალებების მიერ, გამოიცა ბროშურები: ქალი და საკუთრება და ქალი და უფლებების დაცვის სამართლებრივი მექანიზმი. ასევე მომზადდა პროექტის საბოლოო ანგარიში „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში“ და სოციალური ვიდეო რგოლი „ქალი და კაცი თანასწორია“.