შესვლა

არჩევნები - თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს

24 აპრილი, 2018

პროექტის სახელწოდება: არჩევნები - თანაბარი უფლებები ყველა ამომრჩეველს

პროექტის ხანგრძლივობა: 2018 წლის 1 აპრილიდან 2018 წლის 1 ნომბრამდე

დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

პროექტის მიზანი და ამოცანები:

პროექტის   მიზანს წარმოადგენდა  შშმ  პირთა, განსაკუთრებით ახალგაზრდების აქტიურობის გაზრდა საარჩევნო პროცესში; მათი საარჩევნო უფლების რეალიზებისათვის თანასწორი და ხელსაყრელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა.

1. ფსიქო-სოციალური  საჭიროების, ინტელექტუალური შეზღუდვისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე  პირთა, მათი  ოჯახის წევრების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა ცნობიერების გაზრდა მსგავსი საჭიროების მქონე პირთა საარჩევნო უფლების შესახებ;

2. შშმ პირების და მათი ოჯახის წევრების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო აქტივობის, აქტიური მოქალაქის როლის, არჩევნებში მონაწილეობის, ხმის მიცემის პროცედურების და საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე;

3. საარჩევნო პროცესებში მონაწილეობისთვის ფსიქო-სოციალური საჭიროების, ინტელექტუალური შეზღუდვის, ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდების გააქტიურება;

4.საარჩევნო პროცესში მოწყვლადი ჯგუფისთის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა.

პროექტის აქტივობები:

პროექტის მიმდინარეობისას ჩატრდა ტრენინგები საქართველოს 4 რეგიონში: თელავი, რუსთავი, გორი და თბილისი. ტრენინგები ჩაუტარდათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს,  მათი მშობლებსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს.

პროექტის შედეგად გაიზარდა არჩევნებში შშმ პირების მონაწილეობის შესახებ ინფორმირებულობა. ამასთანავე მუნიციპალიტეტის თანამრომელებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს არჩევნებში ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. ტრენინგების პარალელურად მომზადდა საინფორმაციო ბროშურები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებები და ინტელექტუალური შეზღუდვის, ფსიქიკური პრობლემების, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანები და არჩევნები, რომელიც გადაეცეთ დაინეტერსებულ პირებს. 
პროექტის ბოლოს მომზადდა სოციალური ვიდეო რგოლი „ისარგებლე შენი უფლებით! გახადე შენი ხმა გადამწყვეტი!“, რომელიც გავიდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!