„უფლებები საქართველომ“ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტისა და „უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, დღეს, Google Meet პლატფორმის მეშვეობით, გაიმართა საჯარო ლექცია, თემაზე - „საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები“.
„უფლებები საქართველოს“ იურისტმა, ლელი მუმლაძემ, სტუდენტებს გააცნო ის საერთაშორისო და შიდაეროვნული საკანონმდებლო აქტები, რომლებიც თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებებს, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი სტატუსს არეგულირებს.
ლელი მუმლაძემ ასევე ისაუბრა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც „უფლებები საქართველო“ თავშესაფრის მაძიებლებს, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე, აგრეთვე მოქალაქეობის არმქონე პირებს სამართლებრივ კონსულტაციასა და საადვოკატო მომსახურებას უწევს.
რა კეთდება UNHCR-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში?
• ინფოგრაფიკა - 2021 წლის იანვარი-მარტი
• ინფოგრაფიკა - 2020 წელი