„უფლებები საქართველოს“ დახმარებით, ლ.ო.-ს საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი მიენიჭა

„უფლებები საქართველომ“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 27 ნოემბერს მიმართა და მოითხოვა ლ.ო.-სათვის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით, „უფლებები საქართველოს“ განცხადება დაკმაყოფილდა და ლ.ო.-ს მიენიჭა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი.
ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, „უფლებები საქართველო“ განაგრძობს ლ.ო.-სათვის სამართლებრივი დახმარების გაწევას, რათა მან შესაბამისი კატეგორიის ბინადრობის ნებართვა მოიპოვოს, მიიღოს უფლებებზე წვდომა და შეძლოს სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა.
„უფლებები საქართველომ“ ლ.ო.-ს დახმარება გაუწია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მხარდაჭერით მიმდინარე „ლტოლვითა, თავშესაფრის მაძიებელთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ 2019 წლის იანვრიდან ახორციელებს.