შესვლა

„უფლებები საქართველომ“ შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლების დაცვაზე ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო

22 მარტი, 2021

2021 წლის 1 მარტიდან უფლებები საქართველომ დაიწყო პროექტის „მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“განხორციელება.

პროექტი მიზნად ისახავს: 

•    შეკრება-მანიფესტაციების მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტით ხელშემკვრელი სახელმწიფოებისთვის ნაკისრი პოზიტიური ვალდებულებების ჭრილში;
•    LGBTQ თემის წევრების, ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების, უფლებადამცველების და ზოგადად მშვიდობიანი მანიფესტანტების სამართლებრივ მხარდაჭერას, მათ შორის მათი ინტერესების წარმომადგენლობას ეროვნული სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების წინაშე;
•    მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მანიფესტანტების უფლება-მოვალეობებისა და სახელმწიფოსთვის ნაკისრი პოზიტიური ვალდებულებების შესახებ.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასთან თანამშრომლობით ადამიანის უფლებათა სახლების ფონდის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!