შესვლა

„უფლებები საქართველოს“ და იურიდიული დახმარების სამსახურის  იურისტებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს 

20 თებერვალი, 2024

„უფლებები საქართველოს“ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებმა, რომლებიც თავშესაფრის მაძიებლებს და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირებს უფასო სამართლებრივ დახმარებას უწევენ, 20 თებერვალს, სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა „უფლებები საქართველოს“ ოფისში ჩატარდა და მას ასევე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ოფისის წარმომადგენელიც დაესწრო.

შეხვედრის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ მკვლევარმა, ლადო ნაფეტვარიძემ, ისაუბრა აზიისა და აფრიკის სხვადასხვა სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზე, რაც ადამიანებს საკუთარი ქვეყნის დატოვებას და თავშესაფრის უცხო სახელმწიფოში ძიებას აიძულებს. 

მან ასევე გაუზიარა იურისტებს რჩევები, თუ რა წყაროებით და როგორ შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნებში არსებული მდგომარეობის შესახებ, რათა, პირისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისას, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ანდა სასამართლომ ის სარწმუნო მტკიცებულებად მიიჩნიოს. გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს თავშესაფრის მაძიებელთა სამართლებრივი დაცვის კუთხით არსებული პრაქტიკული საკითხები და შესაბამისი გამოწვევები. 

სამუშაო შეხვედრა ჩატარდა პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ 2019 წლიდან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) დაფინანსებით ახორციელებს.

წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს ერთ-ერთ საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებას, რომელზე დაყრდნობითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ხოლო, საკითხის სასამართლოში განხილვისას - სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას უცხოელისათვის საქართველოში ჰუმანიტარული ან ლტოლვილის სტატუსის მინიჭების ან მის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. 

„უფლებები საქართველოს“ შექმნილი აქვს სპეციალური პორტალი, რომლის მეშვეობითაც ლტოლვილთა საქმეებზე მომუშავე სპეციალისტებს, ასევე მკვლევარებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, იურისტებს, მოსამართლეებსა და თავშესაფრის პროცედურაში ჩართულ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია წარმოშობის ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარების შესახებ.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!