შესვლა

„საქართველოს ფოსტას“ უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლისთვის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა

19 ოქტომბერი, 2023

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ „საქართველოს ფოსტას“, კომპენსაციის სახით, 25 000 ლარის გადახდა დააკისრა დავით სორდიასთვის, რომელიც ხელმძღვანელობამ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.

დავით სორდია 2012 წლიდან მუშაობდა „საქართველოს  ფოსტაში“, თავდაპირველად - რიგითი სპეციალისტის, შემდგომ კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულიი კოორდინატორის თანამდებობაზე. სორდია დაკისრებულ ვალდებულებს ყოველთვის კეთილსინდისიერად ასრულებდა და 6 წლის განმავლობაში დამსაქმებლის მხრიდან არც გაფრთხილება და არც  საყვედური არ მიუღია. 

დავით სორდია პოლიტიკურად აქტიური პიროვნებაა - 2006 წლიდან გაერთიანებული ოპოზიციის წევრია, 2011 წელს კი, სამეგრელოს რეგიონის ამომრჩეველთა ლიგას ხელმძღვანელობდა.

2018 წლის მაისში, დავით სორდია „საქართველოს ფოსტის“ დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა და მიზეზად მისი პოლიტიკურად აქტიურობა დაასახელა. 

დავით სორდიამ, „უფლებები საქართველოს“ დახმარებით, სასამართლოს მიმართა და მოითხოვა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით, სასამართლომ დავით სორდიას სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო, თუმცა, ვინაიდან დავის განხილვის ეტაპზე „საქართველოს ფოსტაში“ არ არსებობდა პირვანდელი ან მისი ტოლფასი თანამდებობა, სასამართლომ დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის ყველაზე ადეკვატურ ზომად დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდა მიიჩნია. 

რაც შეეხება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, სასამართლომ უარი თქვა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რადგან, მოსამართლის განმარტებით, საქმის მასალები დისკრიმინაციის ფაქტს არ ადასტურებდა. 

„უფლებები საქართველომ“ გადაწყვეტილების ეს ნაწილი გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. თავის მხრივ, „საქართველოს ფოსტამაც“ გაასაჩივრა ზემდგომ ინსტანციაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
„უფლებები საქართველო“ აგრძელებს დავით სორდიას ინტერესების დაცვას საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!