შესვლა

„უფლებები საქართველომ“ სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა

2 ოქტომბერი, 2022

1-2 ოქტომბერს, კაჭრეთში, „უფლებები საქართველომ“ სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA) წევრებისთვის ჩაატარა ტრენინგი საქართველოში თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა, ჰუმანიტარულის სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

ტრენინგის ფარგლებში, „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა მონაწილეებს გააცნეს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მანდატი საქართველოში; თავშესაფრის მაძიებლების, ლტოლვილებისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირების უფლებები და მათი პრაქტიკული რეალიზაციის გამოწვევები; თავშესაფრის საქმეთა სასამართლოში განხილვის თავისებურებები; უკრაინელ ლტოლვილთა უფლებრივი მდგომარეობა და სახელმწიფოს მიერ მათთვის შეთავაზებული სერვისები და სხვა აქტურალური საკითხები.

ტრენინგი მიზნად ისახავდა საუნივერსიტეტო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საერთაშორისო დაცვის საკითხების შესახებ, აგრეთვე სასწავლო კურიკულუმში ამ საკითხების ინტეგრირების ხელშეწყობას.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „ლტოლვილების, თავშესაფრის მაძიებლების, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არმქონე პირების დაცვა და გაძლიერება საქართველოში“ - ფარგლებში, რომელსაც „უფლებები საქართველო“ UNHCR-ის მხარდაჭერით 2019 წლიდან ახორციელებს. 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!