შესვლა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაცვის მიზნით დამცავი ორდერი გამოიცა

9 აგვისტო, 2022

მოძალადეს  ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა დაევალა

„უფლებები საქართველოს“ ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრის პირველი წარმატებული საქმე

„უფლებები საქართველოს“ ამბროლაურის სამართლებრივი დახმარების ცენტრმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაცვის მიზნით, 2022 წლის 27 ივლისს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით ამბროლაურის რაიონულ სასამართლოს მიმართა. 

ძალადობის მსხვერპლი ქალისა და მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართ ყოფილი მეუღლე/ბავშვების მამა ფსიქოლოგიურად ძალადობდა, რაც გამოიხატებოდა სისტემურ არასასურველ კომუნიკაციაში და დასტურდებოდა არაერთი მტკიცებულებით.

ამბროლაურის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლემ როინ კახიძემ სრულად გაიზიარა „უფლებები საქართველოს“ იურისტების სამართლებრივი პოზიცია და მოძალადის გარკვეული ქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დამცავი ორდერი მაქსიმალური ვადით, 9 თვით, გამოსცა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან დღემდე  პერიოდში ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ დამცავი ორდერი პირველად გამოიცა.

მოძალადეს დამცავი ორდერით აეკრძალა მსხვერპლებთან მიახლოება, მათთან ურთიერთობა, საუბარი, ვერბალური და არავერბალური ვიზუალური კონტაქტი, როგორც პირადად ასევე კომუნიკაციის ამა თუ იმ საშუალების გამოყენებით.  ამასთან, მოძალადეს აეკრძალა იარაღით სარგებლობის უფლება, იარაღის შეძენის ნებართვის ან ლიცენზიის მოპოვება.  მოძალადეს დამცავი ორდერით დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა.

„უფლებები საქართველო“ აგრძელებს ძალადობის მსხვერპლების მხარდაჭერას და მონიტორინგს გაუწევს დამცავი ორდერით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების პროცესს.

„უფლებები საქართველოს“ უფასო სამართლებრივი დახმარების ცენტრები თბილისში, ამბროლაურში, ჭიათურაში და თელავში ფუნქციონირებენ და სამართლებრივ კონსულტაციას უწევენ ნებისმიერ პირს, ძალადობის მსხვერპლი ქალების ინტერესებს კი წარმოადგენენ ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში. 

სამართლებრივი დახმარების ცენტრები გაიხსნა პროექტის „გენდერული და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის და ASB საქართველოს მხარდაჭერით.

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!