შესვლა

„უფლებები საქართველოს“ დახმარებით სირიის მოქალაქემ სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე დავა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოიგო

12 ივლისი, 2022

ლ.ა. 2018 წლიდან სწავლობს საქართველოში. მან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში სააგენტო), სასწავლო ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წელს მიმართა.  სააგენტოს უარი, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლ.ა.-ს სარჩელი და სააგენტოს დაავალა ხელახლა ემსჯელა მის განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა, სააგენტოს გადაწყვეტილებით ლ.ა.-ს განმეორებით ეთქვა უარი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე.

სააგენტოს უარი ლ.ა.-მა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა ლ.ა.-ს სარჩელი და პირდაპირ დაავალა სააგენტოს მისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააგენტომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ლ.ა.-ს ინტერესების დასაცავად „უფლებები საქართველო“ საქმეში სწორედ ამ ეტაპიდან ჩაერთო.

თბილისის სააპელაციო სამართლომ არ დააკმაყოფილა სააგენტოს სააპელაციო საჩივარი. სააგენტომ დავა საქართველოს უზენაეს სასამართლოში გააგრძელა, რომელმაც სრულად გაიზიარა „უფლებები საქართველოს“ სამართლებრივი დასაბუთება და დაუშვებლად ცნო სააგენტოს საკასაციო საჩივარი.

2022 წლის 7 ივლისს, სამწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, სააგენტომ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ლ.ა.-სთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.  

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ბენეფიციარის ინტერესებს იცავდა „უფლებები საქართველოს“ იურისტი, მარიამ მაღრაძე, IOM-ის პროექტის - ,,COVID-19” და მიგრანტების საჭიროებები სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს მხარდაჭერით. 
 

ავტორიზაცია

არ ხარ დარეგისტრირებული? გაიარე რეგისტრაცია და ნახე ყველა სიახლე

რეგისტრაცია

უკვე დარეგისტრირებული ხარ?
გაიარე  ავტორიზაცია და ნახე ყველა სიახლე

პაროლის აღდგენა

თქვენ წარმატებით დარეგისტრირდით „უფლებები საქართველოს“ ვებგვერდზე. თქვენი ანგარიში გააქტიურდება ერთ სამუშაო დღეში მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი განიხილავს და დაადასტურებს თქვენს განაცხადს. ანგარიშის გააქტიურების შესახებ შეტყობინება მოგივათ თქვენს ელ-ფოსტაზე. ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: office@rights.ge. მადლობა თანამშრომლობისთვის!